ეს გახლავთ ის 5 ადვოკატი, რომლებმაც აქციაზე მყოფი ადამიანების ნათესავებს მიმართეს და განაცხადეს, რომ მზად არიან ყველა დაკავებულს უსასყიდლოდ დაეხმარონ.
„მინდა მოგილოცოთ ადვოკატების პირველი მცირე გამარჯვება: შუადღის შემდეგ, რაც ადვოკატებმა დავიწყეთ დაკავებულების დაცვა, მოსამართლეებმაც შეცვალეს პრაქტიკა, ადვოკატების თანდასწრებით ერიდებიან უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანას, უფრო მეტს ათავისუფლებენ დარბაზებიდან. კმაყოფილდება ჩვენი შუამდგომლობები, ათეულობით დაკავებული უკვე გარეთაა“. ცოტა ხნის წინ ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ასეთი განცხადება გააკეთა.
თითოეული მათგანის სტატუსი სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა და ამ ფაქტს ყველა მიესალმება. ბიჭების მისამართით უამრავი დადებითი ემოცია წამოვიდა.
დავით გირგვლიანი
მამუკა მახარაძე
ირაკლი ჩომახაშვილი
რაულ აგიკიანი
ლაშა ცუცქირიძე
ცოტა ხნის წინ საიას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ქალბატონმაც გააკეთა განცხადება: „საია მზადაა აქციისას დაკავებულებსა და დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შემდეგ ნომერზე: 577 07 05 11“.