სიახლე

რა გამოხმაურება მოჰყვა თინა კანდელაკის განცხადებას რუსების მხრიდან

რა გამოხმაურება მოჰყვა თინა კანდელაკის განცხადებას რუსების მხრიდან
როგორც იცით თინა კანდელაკი უკვე მრავალი წელია რუსეთში ცხოვრობს. მას "ტვიტერზე" 45.3k გამომწერი ჰყავს, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა და იმას ნიშნავს, რომ მისი ახალი განცხადება უამრავმა ადამიანმა იხილა. მიმართვამ კომენტარებში აჟიოტაჟი გამოიწვია.
კანდელაკის მიმართვა უკავშირდება ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ამბავს, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ავი­ა­გა­და­ზიდ­ვე­ბი დრო­ე­ბით აკ­რძა­ლა.
ასევე მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს მიმართა, რომ სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნონ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბით არი­ან. მიმართვა რუ­სულ ტუ­რო­პე­რა­ტო­რებსაც ეხება და მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რე­ბის გა­ყიდ­ვის­გან
თავის შეკავებას ურჩევს.

როგორც ხედავთ თინა კანდელაკი წერს: "ვუ­ლო­ცავ ქარ­თულ "ის­ტებ­ლიშ­მენტს" სა­კუ­თა­რი ეკო­ნო­მი­კის თან­მიმ­დევ­რულად გა­ნად­გუ­რე­ბას." 
განცხადებას "ტვიტერზე" არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის იყვნენ ქართველებიც.
გთავაზობთ კომენტარების ნაწილს:
" საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე რაიმე სახით დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეა და რაც უფრო ნაკლები რუსული ფული და ნაკლები კბშ-ნიკი აგენტურა შემოვა ჩვენს ქვეყანაში მით უკეთესია... თქვენისთანა ქართველები კი შეუძვერით ოკუპანტ პუტინს" - ეს ერთ-ერთი ქართველის პასუხი გახლდათ.

აქვე გთავაზობთ სხვა ქვეყნების წარმომადგენელი გამომწერების კომენტარებს: "არაფერია სამშობლოს ღალატზე უარესი. თქვენ ქართველი არ ხართ, რადგან ქართველები ამდენად იაფფასიანები არ არიან",
"მე არ ვარ ქართველი, მაგრამ არ გეთახმებით", "არ გსურთ პირდაპირ პუტინს მიულოცოთ?".
რუსები კი თინას განცხადებას ასე გამოეხმაურნენ: "თუ ტურისტული კუთხით არ განვითარდებით არაფერი გამოგივათ, საამისოდ კი დრო აღარ გრჩებათ", "ქართველმა კანდელაკმა ავტორიტეტი დიდი ხნის წინ დაკარგა", "ამ მომენტისთვის საქართველოსკენ რეგულარულ ავიარეისებს მხოლოდ ციმბირიდან მომავალი თვითმფრინავები ახორციელებენ. ჩვენთან აეროპორტში სწუხან და აცხადებენ, რომ რეისებთან დაკავშირებული ამბავი დიდ ზარალს მოიტანს".

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93