სიახლე

ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერებს

ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერებს
ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი და მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნინო ქა­თა­მა­ძე დღეს მოს­კოვ­ში, ყო­ველ­წლი­ურ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ Усадьба Jazz-ზე იმ­ღე­რებს. ფეს­ტი­ვა­ლი 22-23 ივ­ნისს იმარ­თე­ბა და პირ­ველ დღეს მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლიც გა­მო­ვა.
ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე, ისე რუ­სულ მე­დი­ა­ში იძებ­ნე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის გან­რი­გი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან. წი­თე­ლი ის­რით მი­თი­თე­ბუ­ლია ნინო ქა­თა­მა­ძის გვა­რი "რია ნო­ვოს­ტი" წერს, რომ ფეს­ტი­ვალ­ში რუს შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მათ შო­რის: The Black Eyed Peas (ამე­რი­კულ­მა ჯგუფ­მა რამ­დე­ნი­მე დღის შეკ­ვე­თილ­ში გა­მარ­თა კონ­ცერ­ტი), როკ-ბენ­დი
Сплин, ბრი­ტა­ნე­ლი ჯაზ­მუ­სი­კო­სი ჯე­ი­მი კა­ლუ­მი, ნინო ქა­თა­მა­ძე და სხვე­ბი.



კონ­ცერ­ტის შე­სა­ხებ რუ­სულ მე­დი­ას­თან The Black Eyed Peas-ის წევ­რებ­მა ისა­უბ­რეს: "როცა ჩვენს სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე­ში მოს­კო­ვი და­ვი­ნა­ხეთ, აღვფრ­თო­ვან­დით. ერ­თმა­ნეთს შევ­ხე­დეთ და ვთქვით: "ჩვენ იქ ვბრუნ­დე­ბით!". მოს­კოვ­ში ყო­ველ­თვის კარგ დროს ვა­ტა­რებთ, თქვენ, რუ­სებ­მა კარ­გად იცით რო­გორ გა­ერ­თოთ ბო­ლომ­დე. ფეს­ტი­ვალ­ზე ჩვენც თქვენ­თან ერ­თად გა­ვერ­თო­ბით". გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ლალი
ნინოს ძალიან პატივს ვცემ როგორც უნიჭიერეს მომღერალს,მაგრამ ვთვლი რომ მან უნდა შეწყვიტოს კონცერტის ჩატარება ჩვენი მტრის ქვეყანაში და რიგორც დედამ იფიქროს თავის შვილზე რომელმაც უნდა იცხოვროს თავისუფალ საქართველოში,ამის მოსაპოვებლად კი უნდა დადგეს ქართველი პატრიოტების გვერდით.
11:27 / 24-06-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93