"რას უნდა ელოდოს საქართველო ხვალ რუსეთისგან?" - ეს არის კითხვა, რომელსაც ბოლო დღეებში განვითარებული პროცესების გამო როგორც ქართველი, ისე რუსი პოლიტოლოგები სვამენ.
"ეტყობა, კრემლმაც დაიჯერა, რომ პროტესტი მართლა ინგლისურენოვანი ინსტრუქტორების შეკვეთით დაიწყო და საპასუხო ღონისძიებებს მიმართა - პუტინმა ფრენები აკრძალა, ასევე, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, შინ დაბრუნებისკენ მოუწოდა. ერთის მხრივ, ეს უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა, გამართლებულიც იყოს, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად კორექტულია იურიდიულად პრეზიდენტის მხრიდან, რომ კერძო კომპანიებს სხვა ქვეყანაში ფრენებს ურძალაბს" – ამბობს საქართველოში მცხოვრები რუსი პოლიტოლოგი ვიტალი შკლიაროვი.
"თბილისო, მშვიდობით?" – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა novayagazeta.ru მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც 20 ივნისს, საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა.
novayagazeta.ru-ს ცნობით, თბილისში მცხოვრები რუსებისთვის პუტინის ბრძანება და "ევაკუაციის" შესახებ ინფორმაცია ნამდვილი შოკი იყო.
"ფრენების აკრძალვა, რასაკვირველია დარტყმაა საქართველოსთვის და ტუროპერატორებისთვის, რადგან საქართველოში ყოველწლოურად საშუალოდ 5 მილიონი რუსი ჩადიოდა. მხოლოდ გასულ წელს იქ 8,7 მილიონი რუსი ჩავიდა. თუმცა, მათი დიდი ნაწილი აზერბაიჯანიდან ჩადიოდა. ამასთან Forbes Georgia–ს ცნობით, რუსი ტურისტი ერთ ჩასვლაზე იქ 1,5 ათას ლარს ხარჯავდა, რაც მთიანობაში საქართველოს ეკონომიკისთვის არც ისე ცოტაა. თუმცა, ფრენების აკრძალვის მიუხედავად, იქ რუსები მაინც ივლიან, რადგან არიან ადმიანები, რომლებიც საქართველოში წასასვლელად უკვე სხვა გზებს ეძებენ" – წერს novayagazeta.ru, რომლის ცნობითაც, კრემლი გაცილებით უარესს აკეთებს, როდესაც ადმიანური ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობს.
znak.com–ის ცნობით, "ფრენების აკრძალვა – ეს არის ქართველების შეშინება, შენიანების დასჯით". გამოცემის მთავარი რედაქტორის, დმიტრი კოლეზევის თქმით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავად რუსი ტურისტების თქმით, მათ საქართველოში არავითარი საფთხე არ ემქურებათ. გაგრძელება