სიახლე

"მოვდივართ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად!" - უცხოელების ემოციური კომენტარები, რომლებიც საქართველოში ზაფხულის გატარებას გეგმავენ

"მოვდივართ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად!" - უცხოელების ემოციური კომენტარები, რომლებიც საქართველოში ზაფხულის გატარებას გეგმავენ
მას შემ­დეგ, რაც პუ­ტინ­მა რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლა და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის საფრ­თხე შე­იქ­მნა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თველ­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნია და­ი­წყეს. ისი­ნი „ფე­ის­ბუ­ქის“, „ინ­სტაგ­რა­მის“ და „ტვი­ტე­რის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ, აწარ­მო­ონ ტუ­რის­ტუ­ლი კამ­პა­ნია და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ზა­ფხუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბას ურ­ჩე­ვენ.
"ფე­ის­ბუქჯ­გუ­ფი" Spend Your Summer In Georgia („გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“) რამ­დე­ნი­მე დღეა შე­იქ­მნა და წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 97 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა. ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ, ქარ­თულ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს ად­გი­ლობ­რივ ტუ­რო­პე­რა­ტო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სთა­ვა­ზო­ბენ.

სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და ოჯა­ხე­ბის
ნა­წი­ლი კი უცხო­ე­ლებს დას­ვე­ნე­ბას უსას­ყიდ­ლოდ სთა­ვა­ზო­ბენ მხო­ლოდ ერთი პი­რო­ბით - სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­წე­რონ, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია.

ჯგუფ­ში უამ­რა­ვი უცხო­ე­ლი წევ­რიც არის, მათი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ნამ­ყო­ფია და ამ­ჯე­რად ოჯა­ხის წევ­რებ­თან ან - მე­გობ­რებ­თან ერ­თად აპი­რებს დაბ­რუ­ნე­ბას. ნა­წილ­მა კი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ სწო­რედ პუ­ტი­ნის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვე­ბის წყა­ლო­ბით გა­ი­გო და ივ­ლი­სი­სა და აგ­ვის­ტოს­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბას გეგ­მა­ვენ.

გენ­რიტ ბუ­ჯუ­პი:

„მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას. გერ­მა­ნი­ა­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს. თქვე­ნი ემო­ცი­აც ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რად­გან კო­სო­ვო­დან ვარ. მომ­წონს ქარ­თვე­ლე­ბი, თქვე­ნი კულ­ტუ­რა. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ჩემს შემ­დეგ მოგ­ზა­უ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს!“



ამრ ზე­ი­ნი:

"მო­გე­სალ­მე­ბით ეგ­ვიპ­ტი­დან!

აგ­ვის­ტო­ში ვა­პი­რებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 კვი­რა გა­ვა­ტა­რო. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი თქვენ­თან შეხ­ვედ­რას და ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქვეყ­ნის ნახ­ვას."

კალი აბი­სო­ნიო:


„გა­მარ­ჯო­ბა! მე 20 წლის გოგო ვარ აშშ-დან, ფლო­რი­დი­დან და უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რე სამ­შობ­ლო­სა­ვით მიყ­ვარს. ახლა გა­მო­ვი­წე­რე სა­ქარ­თვე­ლოს დიდი დრო­შა, რო­მელ­საც ჩემს ოთახ­ში დავ­კი­დებ. ვსწავ­ლობ ქარ­თულ ენა­საც. კი­თხვა და წერა კარ­გად გა­მომ­დის, თუმ­ცა ლექ­სი­კი­სა და გრა­მა­ტი­კის ჯერ კი­დევ სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა მაქვს. სამ­ხრეთ ფლო­რი­დიდან ფრე­ნა ძა­ლი­ან ძვი­რია, თა­ნაც სტუ­დენ­ტი ვარ და არა­ვინ მყავს, ვის­თან ერ­თა­დაც ჩა­მო­ვი­დო­დი.

ერთ დღეს აუ­ცი­ლებ­ლად ვეს­ტუმ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს. ყვე­ლა­ფე­რი ვიცი, რაც ხდე­ბა, თვალს ვა­დევ­ნებ ახალ ამ­ბებს. ვცდი­ლობ, ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვავ­რცე­ლო და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლას, ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­როს.

ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ერი უკან არა­სო­დეს და­ი­ხევს. ქარ­თვე­ლე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ახლა ისე­თი ძლი­ე­რე­ბი არი­ან ერ­თად, რო­გორც არა­სო­დეს.

მიყ­ვარ­ხარ, სა­ქარ­თვე­ლო!“

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93