ქართველმა მუსიკოსმა და მსოფლიოში პოპულარულმა შემსრულებელმა ნინო ქათამაძემ მოსკოვში, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა.
მისი ამ საქციელით აღშფოთებული და გულგატეხილი საზოგადოება სოციალურ ქსელში მომღერლის საქციელს ეხმაურება:
"ერთ დღეს რომ ყველაზე მეტად გეამაყება და მეორე დღეს რომ დაინახავ, თურმე სხვა რუბლზე გაყიდული მომღერლებისაგან არაფრით განსხვავდება :/ ქართველი ერის სიყვარული რომ წამში ხელიდან გამოგეცალა, მალე მიხვდები ალბათ".
"გავრცელდა ინფორმაცია, დღეს კონცერტი გაქვთ რუსეთში... არ ვიცი, ეს ინფორმაცია სიმართლეა თუ არა, მაგრამ თუ სიმართლეა, იმედია, ოჯახის სიწმინდის დღეს რო გქონდათ პროტესტი და არ იმღერეთ, თუ რავი, რაც ქენით... ანალოგიურად იტყვით უარს საღორეში სიმღერაზეე... პატივისცემიიით უბრალო მოკვდავი".
"ქალბატონო ნინო, ოკუპაცია რუსული სცენიდან არ ჩანს?"
"როგორ მენანება თქვენს კონცერტებში გადახდილი თითოეული ლარი, თქვენი ახალი სიმღერების მოლოდინში გატარებული ყოველი წუთი... და ეს მზეები, სუნთქვები, გალაქტიკები და კოსმოსები, თბილი ხელისგულები, ტალღები და ჩურჩულები, საბოლოო ჯამში "კალინკა მალინკა" აღმოჩნდა ყველაფერი... ცარიელი ბუტაფორია!!!"