ეს განცხადება როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე გავრცელდა და სულ რამდენიმე საათის წინ მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.
"! იძებნება !
ჩემი და ტაბეა და მისი მეგობარი მაია ავტოსტოპით ჩამოვიდნენ გერმანიიდან საქართველოში. რამდენიმე დღე საქართველოში გაატარეს. 15 ივნისს იყვნენ თბილისში.
ხომ არ გინახავთ?
რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: missing.my.sister19@gmail.com
ან დაუკავშირდეთ პოლიციას: 112
უგზოუკვლოდ დაკარგულების საიდენტიფიკაციო ნომერი: BY1217-007146-19/6
წინასწარ გიხდით მადლობას, ოჯახი!".
ცოტა ხნის წინ ოჯახს ერთ-ერთი ქართველი გოგონა გამოეხმაურა და აცნობა, რომ გოგონები 19 ივნისს თუშეთში ნახა. ჯერჯერობით არ ვრცელდება სხვა ინფორმაცია, რომელიც ტურისტების ადგილსამყოფელს ცხადყოფს.
აქვე კომენტარებში ქართველებმა აღნიშნეს ისიც, რომ საქართველო დაცული ქვეყანაა, ოჯახის წევრებს კი მოუწოდებენ, არ ინერვიულონ, რადგან ყველაფერი კარგად იქნება.
ასევე არსებობს ვარაუდი, რომ მაიას ერთ-ერთი ქართველი გოგონა ესაუბრა, რომელმაც კომენტარებში სთხოვა, მეტი სიზუსტისთვის სხვა ფოტოებიც ეჩვენებინათ...