სიახლე

„ცხოვრება პიკასოსთან“ - Best Western Tbilisi Art Hotel-ში გამოფენა და ფილმის ჩვენება გაიმართება

„ცხოვრება პიკასოსთან“ - Best Western Tbilisi Art Hotel-ში გამოფენა და ფილმის ჩვენება გაიმართება
26 ივნისს, 19:00 საათზე, Best Western Tbilisi Art Hotel-ში, პროექტ „დიდი მხატვრების შედევრების“ ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე წაიკითხავს ლექციას პიკასოს ცხოვრებისა და მისი, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრის შესახებ.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართება „დიდი მხატვრების შედევრების“ ყველა ტილოს ანალოგების გამოფენა-გაყიდვა და ფილმის “ცხოვრება პიკასოსთან“ ჩვენება.

პიკასოს ცხოვრების მიხედვით, XX საუკუნის ნათელი სურათი შეიძლება შეიქმნას - მან საკუთარ თავში გააერთიანა და შემოქმედებაში ასახა ამ ასწლეულის ყველა გამოწვევა, დრამატული მოვლენები, სრულიად რომ შეძრა კაცობრიობა, ადამიანთა და
ეპოქის სულიერი სიღრმეები. ფროიდის მსგავსად, სრული სიზუსტით შეიმეცნა ცივილიზებული საზოგადოების სექსუალური გარყვნილება, სისასტიკე და ტკივილი.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისიდან პაბლო პიკასოს 2 რჩეულ ტილოსთან ერთად გამოვიდა დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის „მეთევზე“.

ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება არა მარტო პიკასოსა და ფიროსმანის, არამედ პროექტის ფარგლებში გამოსული სხვა ტილოებიც.
პროექტის განმავლობაში გამოსული ყველა ტილო სტუმრებისათვის სპეციალურ ფასად გაიყიდება.
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა, შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა:
http://bit.ly/2IrJt5i

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/2315555958684499/

ბეჭდვა
e87a93