2019 წლის 17 ივნისს ჩატარდა კლინიკა Hairline Internation-ის და კომპანია UCG Georgia–ს ერთობლივი ინფორმაციულ–მეთოდოლოგიური ტრენინგი სტილისტებისათვის თემაზე:
- თმის ცვენის ტიპები და თავის კანის დაავადებები, მათი გამოვლინება ტრიქოლოგიაში.
- თმის აუტოტრანსპლანტაციის ჩვენებები და უკუჩვენებები თმის ცვენის პრობლემების გადაჭრაში.
სემინარის მიზანი იყო ექიმი-დერმატოლოგებისა და ტრიქოლოგების გამოცდილების გაზიარება სტილისტებისთვის, რომლებიც თმის მოვლის სფეროს პირველი რგოლის წარმომადგენლები არიან. ასეთი ტიპის სემინარები საშუალებას მოგვცემს, საგრძნობლად ავამაღლოთ თმის მოვლის სფეროში მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაცია, საგრძნობლად გავაუმჯობესოთ კლიენტთა მომსახურების ხარისხი და მოვახდინოთ თავის კანის დაავადებების პრევენცია ადრეულ ეტაპებზე.
R