მოდელი ნუკი კოშკელიშვილი თავისი შვილის, ოლივერის ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს.
ნუკი ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ მეუღლესთან ერთად საკმაოდ ხშირად სტუმრობს სამშობლოს. განსაკუთრებით, ზამთრის და ზაფხულის პერიოდში.
გამონაკლისი არც ეს ზაფხული აღმოჩნდა, თუმცა, როგორც ჩანს, მოდელმა ცოტა ადრე გადაწყვიტა ჩამოსვლა თავისი შვილის ერთი წლის იუბილეს აღსანიშნავად, ოჯახის გარემოცვაში.
ახალგაზრდა დედა "ინსტაგრამგვერდზე" დილიდან იღებს მილოცვებს, იუბილარის ტორტი კი, როგორც სურათიდან ჩანს, სამუშაო ინსტრუმენტების ანიმაციური ვერსიის მიხედვით გადაწყვიტა დაემზადებინა.