რჩეული ქართული ღვინოების ონლაინმაღაზია
www.allwine.ge მხოლოდ სამი დღით, 28-დან 30 ივნისის ჩათვლით, მომხმარებლებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ღვინის სრულ ასორტიმენტზე. კონკრეტულად რომელ ღვინოებზე და რომელ ფილიალებში იმოქმედებს ფასდაკლება, ამის შესახებ ALLWINE–ის წარმომადგენელი ელენე გრძელიშვილი გვესაუბრა.
რამდენი სახეობის ღვინოზე იმოქმედებს ფასდაკლება?
allwine მომხმარებელს 677 დასახელების ღვინოზე სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კოლექცია აერთიანებს როგორც დიდი მარნების, ასევე საოჯახო ტიპის, მცირე მარნების უნიკალური ჯიშის ყურძნისაგან დამზადებულ ღვინოებს.
რომელ ფილიალებში იმოქმედებს ფასდაკლება?
"ბიბლუსი გალერეაში", შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ჭავჭავაძის 7, კანდელაკის 7; ბათუმი, მემედ აბაშიძის 52; თელავი, ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა; ტურისტული მაღაზია „ჯორნჯიანში“, მის: აღმაშენებლის 55.
აღსანიშნავია, allwineიის სივრცეებში მომხმარებლებს ღვინის დეგუსტაციასაც ვთავაზობთ. მათ შეუძლიათ რამდენიმე სახეობის ღვინო დააგემოვნონ და სასურველი აირჩიონ. არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ ჩვენი პროფესიონალი სომელიეები.
ღვინის ფასდაკლებით ყიდვა საიტზეც არის შესაძლებელი. ჩვენს Facebook გვერდზე მოცემულია სპეციალური პრომოკოდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც allwine-ის სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
შეგახსენებთ, allwine-ის სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლებით მხოლოდ სამი დღით, 28-დან 30 ივნისის ჩათვლით ისარგებლებთ.