სიახლე

ჟანეტ ქერდიყოშვილი პირადი ცხოვრების დეტალებზე და არსებულ მდგომარეობაზე

ჟანეტ ქერდიყოშვილი პირადი ცხოვრების დეტალებზე და არსებულ მდგომარეობაზე
ჟანეტ ქერდიყოშვილმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ მიმართვა გაავრცელა. მოდელი და ტელესახე ტურისტებს მოუწოდებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
ჟანეტს „ინსტაგრამზე“ უამრავი გამომწერი ჰყავს და მისი პოსტიც ცხადია ძალიან ბევრმა იხილა:

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის იმ სიტუაციის შესახებ, რაც დედაქალაქშია.
რთულია გაჩუმება და არ შეიძლება ამ ყველაფერს გაემიჯნო.  მსურს გამოვხატო აღშფოთება, იმის შესახებ, რომ რუსული მასმედია ბევრ არასწორ ინფორმაციას აწვდის თავის მოქალაქეებს.
ჩემი მშობლები დაიბადნენ საქართველოში- აფხაზეთში.
სანკტ-პეტერბურგი არის ის ქალაქი, სადაც დავიბადე და
ასევე სკოლის პერიოდშიც ვსწავლობდი.
ამ ქალაქთან ბავშვობაზე მეტი მაკავშირებს.
ეს ჩემთვის კიდევ უფრო მეტადაა მტკივნეული. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა მრწამსის მქონე ხალხი ერთად მშვიდობიანად ცხოვრობს.
ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, აქ რუსი ტურისტებიც კი ყოველთვის უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს.
თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ ის ადამიანებიც, რომლებმაც საკუთარი ქვეყანა დატოვეს და აქ ცხოვრობენ. ეს იქნება არაბი, თუ თურქი.
ეს ის ხალხია, რომელთა წინაპრებიც ძველად საქართველოს არაერთხელ დაესხა თავს. ამის მიუხედავად მათ დღეს ხმლითა და ტანკით არავინ ებრძვის.
ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთია ხალხის მიდგომა.
ძალიან საწყენია, თუ ზოგიერთ ადამიანს ამ ყველაფრის გაგება არ სურს.
საქართველოში ოდითგანვე დიდსულოვანი და კეთილი ხალხი ცხოვრობდა და ახლაც ასეა.
დედა საქართველომ იცის, ვის როგორ დახვდეს.
ასე რომ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება- ვინც ჯერ არ ყოფილხართ და გსურთ რომ საქართველო ინახულოთ.
ჩემი აზრით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში არცერთ სხვა ქვეყანას არ ჰგავს და ამის შესახებ ისედაც კარგად იცით
".












FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93