სულ მალე გავიგებთ „ეშმაკს აცვია პრადას“ისტორიის გაგრძელებას. ეს მწერალ ლორენ ვაისბერგერის წიგნია, მოდის სამყაროზე, გლამურზე და კულისებს მიღმა ურთიერთობებზე, რომელიც განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა კინოეკრანიზაციაში ისეთი მსახიობებისთვის, როგორიცაა: მერილ სტრიპი, ენნ ჰეთეუეი და ემილი ბლანტი.
ახალი წიგნი სათაურით „შურისძიებას აცვია პრადა: ეშმაკი ბრუნდება“ მოუყვება მკითხველს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები უკვე ყველასათვის საყვარელი გმირების ცხოვრებაში.
რომანში მოქმედება ათი წლის შემდეგ ვითარდება, მას მერე, რაც ენდი წამოვიდა მირანდასგან და ჩამოაყალიბა საკუთარი საქორწილო ჟურნალი მის პირველ დამხმარესთან - ემილისთან ერთად.
გოგონების ჟურნალი საკმაოდ სწრაფი ტემპითა და დიდი წარმატებებით იხვეჭს პოპულარობას. მათ ცხოვრებაშიც ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. ენდი თავისი ქორწილის სამზადისშია, მაგრამ...
მირანდას ახსოვს, თუ როგორ მიატოვა ენდი საქსმა ის და ისიც, რომ საკუთარი ჟურნალის შექმნისას, გოგოებმა მისის პრისტლის ბევრი საჭირო კონტაქტი გამოიყენეს.
შურისძიება - კერძია, რომელიც ცივად მოაქვთ. წლები გადის, დროა მეგაპოპულარულ გოგონას დაანახო ვინ არის მთავარი ამ ინდუსტრიაში.
საკმაოდ საინტერესო წინააღმდეგობებით სავსე სიუჟეტი გველოდება, წიგნი კი სულ მალე გამოჩნდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში.