სიახლე

ქეთათო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრას აპროტესტებს - რა რეაქცია მოჰყვა მის მიმართვას "ფეისბუქზე"

ქეთათო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრას აპროტესტებს - რა რეაქცია მოჰყვა მის მიმართვას "ფეისბუქზე"
ქე­თა­თო პო­პი­აშ­ვი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლოა, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის სიმ­ღე­რებს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ხარ­ჯზე უკ­რა­ვენ. მუ­სი­კო­სის ცოლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს.
„ირაკ­ლის მუ­სი­კა თა­ვი­სი მაშ­ტა­ბით იმ­დე­ნად დი­დია და დროს­თან მი­მარ­თე­ბა­ში მისი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა იმ­დე­ნად მზარ­დი, რომ არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა მცდე­ლო­ბა მისი კომ­პო­ზი­ცი­ის სხვა­დას­ხვა პო­ლით, თუ სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან სა­კუ­თა­რი პიარ მიზ­ნე­ბის­თვის მი­ტა­ცე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა იძა­ბე­ბა და ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ისეთ გა­რე­მო­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, სა­დაც პო­ლიტ რყე­ვე­ბის ამ­პლი­ტუ­და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, ყვე­ლას უნ­დე­ბა ის, ყვე­ლა­ზე მარ­თა­ლი სი­ტყვა,
რო­მელ­საც ასე­თი­ვე უკომ­პრო­მი­სო ცხოვ­რე­ბის წე­სით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მე­ლო­დია და ძლი­ე­რი მე­ტა­ფო­რა უმაგ­რებს ზურგს. უნ­დათ სა­კუ­თარ ახ­ლომ­ხედ­ვე­ლურ მიზ­ნებს მო­ახ­მა­რონ, ფონს გა­ვიდ­ნენ, კაი ტი­პე­ბად იგ­რძნონ თავი. ამის იმ­დე­ნი მა­გა­ლი­თის მომსწრე ვარ, რომ სათ­ვა­ლა­ვიც ამე­რია - სხვა­დას­ხვა მარ­გი­ნა­ლი პარ­ტი­ე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნე­ბის ბიძ­გის მიმ­ცემ მუხ­ტად გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ და ნა­ცის­ტუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის ჰიმ­ნიც ყო­ფი­ლა თურ­მე, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი იმე­დიც " მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის­თვის­თვის" ძი­ლის დამფრ­თხო­ბიც და რო­მე­ლი­ღაც ჩი­ნოვ­ნი­კის­თვის თვა­ლის ასახ­ვე­ვა­დაც გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა.

ყვე­ლას ჩვე­ნი ხედ­ვა გვაქვს და გვინ­და, რომ ცო­ტა­თი მა­ინც უკე­თეს გა­რე­მო­ში ვი­ცხოვ­როთ, ვი­ცო­დეთ, რომ კონ­სტი­ტუ­ცია არის უზე­ნა­ე­სი, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი არის და­ცუ­ლი გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა, კულ­ტუ­რუ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბი­სა და რათ­ქმა­უნ­და მი­უ­ხე­და­ვად სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის. გვინ­და, რომ ყვე­ლა­ნი და­ცუ­ლად ვგრძნობ­დეთ თავს. ამა­ზე ხომ ვთან­ხმდე­ბით?!

რო­დე­საც ოკუ­პა­ცი­ას, უსა­მარ­თლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ, შენ თვი­ტონ სხვი­სი სა­კუთ­რე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის მა­ჯ­ლა­ჯუ­ნა მიმ­ტა­ცე­ბე­ლად არ უნდა მოგ­ვევ­ლი­ნო, რა­ღათ­ქმა­უნ­და თუ გინ­და შენი გუ­ლან­თე­ბუ­ლო­ბის ვინ­მეს ჯე­რო­დეს და შენს ქმე­დე­ბებ­ში თან­მიმ­დევ­რუ­ლი იყო,“ - წერს ქე­თა­თო პო­პი­აშ­ვი­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან სტა­ტუ­სი წა­შა­ლა.

მი­მარ­თვამ ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. კო­მენ­ტა­რებ­ში მას იოკო ონოს ადა­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ჩარ­კვი­ა­ნი თა­ვად იდ­გე­ბო­და ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად აქ­ცი­ებ­ზე.

„ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა რამ­დე­ნად ტრი­ა­ლებ­და ირაკ­ლის თავ­ში, როცა "სა­ქარ­თვე­ლოს" ტექ­სტზე მუ­შა­ობ­და და მი­თუფ­რო მა­შინ, როცა მღე­რო­და, აი ეგ ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც არ იდ­გნენ იქ... ისი­ნი, ვი­საც უმ­ღე­რო­და,“ - თემო სვა­ნი­ძე.



„ქე­თა­თო, ძაან ტე­ხავს, რომ ირაკ­ლის სიმ­ღე­რე­ბის მემ­კვიდ­რე შენ ხარ და არა ის თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი [კრე­ბი­თად] ვი­საც ზუს­ტად ეს­მის ირაკ­ლის ტექ­სტე­ბის ში­ნა­არ­სი და ზუს­ტად იცი­ან სად და რო­გორ იმ­ღე­რონ,“ - ბექა კო­კა­ია. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93