51 წლის ასაკში ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა.
ბოლო წლების განმავლობაში მსახიობსა და ტელეწამყვანს მძიმე სენთან ბრძოლა უწევდა. მას მოულოდნელად სიმსივნე აღმოუჩინეს, რის გამოც ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა.
ტელეწამყვანის გარდაცვალების შესახებ ბასტი-ბუბუს ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამრიკო სხვიტარიძე წერს:
"აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის - წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.... გოგიჩა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს", - წერს სხვიტარიძე.
გიორგი გოგიჩაიშვილი რამდენიმე თაობისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ადამიანი იყო. მის საბავშვო გადაცემებზე რამდენიმე თაობა გაიზარდა, წლების განმავლობაში მუშაობდა "ბასტი-ბუბუში". განაგრძეთ კითხვა