ბერა ივანიშვილის და მისი მეგობრის ახალი კლიპი მამაშვილურ სიყვარულზე (+ვიდეო) - Marao

ბერა ივანიშვილის და მისი მეგობრის ახალი კლიპი მამაშვილურ სიყვარულზე (+ვიდეო)

2019-07-18 10:09:52+04:00

ცოტა ხნის წინ მომღერალმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მეგობრის შვილის დაბადების დღეზეა გადაღებული.
როგორც აღმოჩნდა, ეს უახლოეს მეგობართან ჩაწერილი ახალი კლიპია. ბერა და პატრიკი, იგივე "Patoranking"- დიდი ხანია მეგობრობენ.

მომღერლები ერთმანეთს ხშირად სტუმრობენ.

მომღერალმა ისაუბრა იმაზეც, რომ სიმღერა, რომელიც ახლა ჩაწერეს, პატრიკმა თავის პატარა გოგონას 1 წლის წინ დაუწერა.

"იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტივით და დადებითი ენერგიით აგავსებთ" - მიმართა ბერამ თავის გამომწერებს, რომლებიც სიახლეს დადებითად გამოეხმაურნენ.

ვიდეოში ბევრი სახალისო მომენტია, რომელიც რეალობას აღწერს.

მამაშვილური სიყვარული საუკეთესო რამ არის და კლიპიც სწორედ ამ მოტივებზეა აგებული.