სიახლე

ტოპ 5 წიგნი სიყვარულზე, ცხელი ზაფხულის საღამოებისთვის

ტოპ 5 წიგნი სიყვარულზე, ცხელი ზაფხულის საღამოებისთვის
ყოველდღიური რუტინისგან გადაღლილებისათვის მხატვრული ლიტერატურა ნამდვილი შვებაა. ზაფხული კი წელიწადის ის დროა, როდესაც წიგნების კითხვისთვის მეტი დრო გვრჩება. კარგი წიგნი თავგადასავალია, ახალი შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების ნამდვილი საბადო. საინტერესო სიუჟეტით, რომელიც რეალობას მოგწყვეტთ და რომანის გმირებთან ერთად გამოგზაურებთ, თქვენს გონებას ნამდვილად კარგ დასვენებას მოუწყობთ.

გთავაზობთ 5 წიგნს სიყვარულზე, რომლებიც ცხელი ზაფხულის საღამოებს ყველაზე მეტად უხდება:

ჯილ სანტოპოლო - „დაკარგული სინათლე“

NEW YORK TIMES-ის ბესტსელერების ავტორის, ჯილ სანტოპოლოს ეს რომანი ძლიერ გრძნობასა
და კავშირზე მოგითხრობთ. მთავარი გმირები, ლუსი და გეიბი ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ. ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მათ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი, თუმცა ორივეს სურს, რომ მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არც ერთს არ უნდა კარიერაზე უარის თქმა.

გზები გაიყო -  გეიბი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუსი - ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია. გავიდა მონატრების, ეჭვიანობის, სინანულისა და შეხვედრების ცამეტი წელი, თუმცა სიყვარული არ გახუნებულა. გვიან მიხვდნენ, რომ სიყვარული სინათლეა და როცა მას დათმობ, საზღაური მეტისმეტად მწარეა.


სესილია აჰერნი - „სიყვარულით, როზი“

რომანის დაწერამდე ავტორი, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, ხშირად იყენებდა წერილებსა და პოსტქარდებს. მათი გადახედვისას, მან აღმოაჩინა, რომ კომუნიკაციის ეს სახე განვლილი ცხოვრების შესახებ ისტორიას ჰყვებოდა. სწორედ ეს გახდა მისი ახალი რომანის ინსპირაციაც.
წიგნის მთავარი გმირები, როზი და ალექსი ბავშვობის მეგობრები არიან. მათ დიდი გეგმები აქვთ. თითოეული მათგანი წარმოსახვაში განიხილავს ისეთ მომავალს, სადაც ბავშვობის განუყრელი მეგობრები ისევ ერთად იქნებიან. თუმცა ერთი შეცდომის გამო ორივეს ცხოვრება იცვლება.
როზი უკვე მარტოხელა დედაა, მარტოს უწევს უამრავი დაბრკოლების გადალახვა. წლების განმავლობაში მათ სატელეფონო, საფოსტო და უფრო ხშირად კი ონლაინკავშირი აქვთ, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ დარდსა თუ სიხარულს, ანუგეშებენ, დროდადრო ჩხუბობენ კიდეც, ხანდახან ერთმანეთსაც სტუმრობენ. და თითქოს რაღა შეიძლება მოხდეს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებმაც უკვე გამოსცადეს უიღბლო ქორწინება და განშორება, იმედგაცრუება და ღალატი... მაგრამ ეს მხოლოდ - თითქოს...

ნიკოლას სპარქსი - „არჩევანი“

ემოციური, მგრძნობიარე და რომანტიკული ავტორის, ნიკოლას სპარქსის რომანი, რომელიც GOODREADS-ის პრემიის მფლობელია.
თრევის პარკერი ‒ წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ყველაფერი აქვს ‒ კარგი სამსახური, სახლი ოკეანის სანაპიროზე, საოცარი ხედი ფანჯრიდან. და რაც მთავარია, ერთგული მეგობრები.
თრევისის ცხოვრება ერთი დიდი ატრაქციონია: გართობა, სპორტი, თევზაობა ‒ ის, რასაც „ნამდვილი მამაკაცები“ ირჩევენ. პარკერს სიყვარულის არ სჯერა. და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის!

ნიკოლას სპარქსი - „ჩემი საუკეთესო ნაწილი“

ამანდა კოლიერსა და დოუსონ ქოულს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. ისინი სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოდნენ და მათი სიყვარული პატარა დაბა ორიენტალის ტრადიციებისთვის ნამდვილი გამოწვევა გახდა. სწორედ ამან დააშორა წყვილი.
და აი, 25 წლის შემდეგ ამანდა და დოუსონი ორიენტალში ჩავიდნენ, რათა თავიანთი უფროსი მეგობრის, ტაკ ჰოსტეტლერის, დაკრძალვას დასწრებოდნენ. ვერც ერთმა ვერ შეძლო ისეთი ცხოვრების აწყობა, როგორზეც ოცნებობდნენ... პირველი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელი აღმოჩნდა...
და როდესაც ამანდა და დოუსონი ტაკის ანდერძის შესრულებას იწყებენ, ხვდებიან, რომ არც ტაკზე სცოდნიათ რამე, არც საკუთარ თავზე და არც ეს სამყარო ყოფილა ისეთი, როგორიც წარმოედგინათ, რომ ცხოვრებაში არასწორი არჩევანი გაუკეთებიათ. მხოლოდ ერთი რამ დარჩენილა უცვლელი ‒ მათი სიყვარული.

ემილი გიფინი - „რაღაც ნათხოვარი“

რეიჩელ უაითი, ახალგაზრდა ადვიკატი მანჰეტენიდან, ყოველთვის „კარგი გოგო“ იყო, სანამ ბევრს დალევდა და მეგობრის საქმროს ლოგინში აღმოჩნდებოდა. რეიჩელი ამ შეცდომას კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა. მეგობრის ქორწილი ახლოვდება და გამოსავალი უნდა მოძებნოს. ეს კი ურთულესია, რადგან სწორსა და დაუშვებელს შორის ზღვარი ბუნდოვანია, დასასრული ყოველთვის იდეალური ვერ იქნება და ბედნიერების მოსაპოვებლად რისკზე წასვლაა საჭირო.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93