როგორც ჩანს წამოწყებას: "გაატარე ზაფხული საქართველოში", ბევრი ადამიანი შეუერთდა.
მათ შორის კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეებიც არიან. ეს მშვენიერი ქალბატონები საქართველოს ულამაზეს ადგილებს ესტუმრნენ.
რუსკა მაყაშვილი- ტელეწამყვანი ოჯახთან ერთად ბათუმში ისვენებს. ის „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს შვილთან გადაღებულ ახალ ფოტოებს, რომელსაც დიდი გამოხმაურება აქვს. ილია მართლაც პოზიტიური და ძალიან საყვარელი ბავშვია, ის ახლა 1 წლის და 9 თვისაა.
ნუკი კოშკელიშვილი- მართალია ნუკი საქართველოში აგვისტოს შუა რიცხვებამდეა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ რომ ეს მართლაც დადებითი საქციელი იყო. ტელეწამყვანმა ოჯახთან ერთად ლამაზი ადგილები მოინახულა და მშვენიერი ფოტოებიც გაგვიზიარა.
ნინი ბადურაშვილი- მომღერალი შვილთან ერთად ჩაქვში ისვენებს. მან ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამზე" ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ თავის გოგონასთან ერთად სწორედ ამ მშვენიერ ადგილასაა.
ქრისტინე იმედაძე- მომღერალმა ივლისის შუა რიცხვებში ბათუმი და მისი შემოგარენი მოიარა. როგორც ხედავთ ფერადი და ლამაზი ფოტოებიც შემოგვთავაზა.