33 წლის მოდელის გარშემო უამრავი ჭორია.
ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ ვნებათა-ღელვა არ ცხრება.
ირინა შეიკმა ცოტა ხნის წინ იტალიელ დიზაინერ- რიკარდო ტიშისთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
მოდელმა ცნობილ კრეატიულ დირექტორს 45 წლის იუბილე ორიგინალური სიტყვებით ერთად გადაღებული ფოტოების თანხლებით მიულოცა: "ცრემლებამდე სიცილით. ბედნიერებას გისურვებ. გილოცავ დაბადების დღეს ჩემო სიყვარულო."
ეს მიმართვა თაყვანისმცემლებმა ორაზროვნად გაიგეს და "ინსტაგრამზე" ნამდვილი ბომბი აფეთქდა.
რიკარდო პირველ აგვისტოსაა დაბადებული, თუმცა პასპორტში მას 8 აგვისტო უწერია. ის თანამშრომლობს და მეგობრობს ისეთ პოპულარულ ადამიანებთან, როგორიცაა: ბიონსე, მადონა, "Victoria's secret-ის" ანგელოზები და სხვა..
თუმცა, მიუხედავად ამ ჩამონათვალისა, დიზაინერს ყველაზე თბილი ურთიერთობა სწორედ ირინა შეიკთან აქვს.
ცნობილია, რომ რიკარდოს არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცად მოიაზრებენ, თუმცა ეს დადასტურებული არაა.
ირინა ცდილობს, რომ მისი და რიკარდოს ურთიერთობის გარშემო აგორებული ჭორები უარყოს და იმოქმედოს ისე, რომ ყურადღება მათ მეგობრულ ურთიერთობაზე მეტად გაამახვილონ.
რიკარდოს აქამდე ცოლ-შვილი არ ყოლია. თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო ფოტომ, რომელიც მათ წინა თვეში გამოაქვეყნეს. ამ ფოტოსთან დაკავშირებით დღემდე სხვადასხვა აზრი არსებობს.
წყარო: cosmo.ru