ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის წყვილს, როგორც იცით, ოთხი ვაჟი ჰყავს. მშობლები ყველგან შვილებთან ერთად დადიან დასასვენებლად, განსაკუთრებით, ანუკი, რომელიც ბავშვებს მკაცრად ზრდის და მეუღლისგან განსხვავებით, შვილებისთვის მამაზე მეტი თავისუფალი დრო აქვს.
წყვილს მეოთხე ვაჟი, ნიკოლა, გასული წლის სექტემბერში შეეძინა. პატარა საფრანგეთში დაიბადა.
ანუკი პატარა ვაჟის სახეს ამ დრომდე არ აჩენდა. თაყვანისმცემლები წყვილს მუდმივად სთხოვდნენ ნიკოლას სახის გამოჩენას და, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა.
კახა კალაძემ შვილის ფოტო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. ძმები ზაფხულის ცხელ დღეებს ბორჯომში ატარებენ. იხილეთ ფოტოები