"ოსკაროსანი" ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი ჯარედ ლეტო "ბლექ სი არენაზე" გამოვიდა.
მან ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამზე", სთორიში თავისი გამოსვლის ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მსმენელმა მის მიმართ ოვაციები და სიყვარული არ დაიშურა.
ქართველმა ფანებმა მათთვის საყვარელი ჯგუფი "Thirty Seconds to Mars" ზღვა ემოციების ფონზე მიიღეს.
"მადლობა, საქართველო" - სწორედ ასეთი წარწერა დაურთო ჯარედმა ერთ-ერთ პოსტს, რომელიც მის სთორიშია. ცხადია, სთორიში ქართველი ფანებიც მოხვდნენ.
გთავაზობთ ჯარედის მიერ გამოქვეყნებული სთორის დეტალებს, სადაც ჩანს, როგორ გარემოში მღეროდა ის. ასევე - ვიდეოებს, რომლებიც "ინსტაგრამზე" მისმა ფანებმა გამოაქვეყნეს.
აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ თავისი გამოსვლით სცა პატივი, არამედ სცენაზე ქართული დროშით სიმღერითაც.
ჯგუფმა მსმენელისთვის ცნობილი და უცნობი სიმღერები წარმოგვიდგინა.
როგორც ჯარედმა განაცხადა, საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ 10 წლის წინ აპირებდნენ ჩამოსვლას.
"მადლობა, სიტყვები არ მყოფნის. საოცრება იყო", "უმაგრესი ბიჭი", "ოსკაროსანი", "მადლობა, ჯარედ, რომ ფეხები იქ დადგი, სადაც მე ვდგამ ხოლმე", "განსაკუთრებული მადლობა ჯარედს და შენონს, თქვენ გაამართლეთ ჩემი გულთამპყრობლობა" - ასე ეხმაურებიან ფანები ჯგუფის გამოსვლას "ბლექ სი არენის" გვერდზე.