მოდელმა და ტელეწამყვანმა რამდენიმე საათის წინ "ინსტაგრამზე" ახალი პოსტი გამოაქვეყნა.
მან აღნიშნა, რომ მსგავს თემებზე ლაპარაკს აქამდე ერიდებოდა, თუმცა ახლა დრო დადგა, რომ ისაუბროს.
ვიდრე მის პოსტს სრულად შემოგთავაზებდეთ, ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ნუკი შესანიშნავი დედა და მეუღლეა.
მას მოსიყვარულე ქმარი ჰყავს და ამ მხრივ, მისი ოჯახი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია.
ნუკი კოშკელიშვილი:
"ასეთ თემებზე თითქმის არასდროს ვსაუბრობ, არადა, მგონი, საჭიროა, გახდომასა და თავის მოვლის ხრიკებზე მეტად.
“ბულინგი”/ ძალადობა/ შანტაჟი.
სულ მესმის ვიღაცის მეგობარზე, ვისაც ქმარი სცემს, ღალატობს და მერე აბრალებს - “შენი უვარგისობის ბრალიაო".
არიან გოგო/ბიჭები სკოლებში, ვინც უფულობის, გარეგნობის და ათასი რაღაცის გამო იჩაგრებიან. კიდევ ხშირად გვესმის, რომ ყოფილი შეყვარებული აშანტაჟებს ახალგაზრდა გამოუცდელ გოგოს “გაბაზრებით” და “დაგღუპავ, გაგაუბედურებ”-ით.
თქვენ მსგავსი გამოცდილება გქონიათ? თუ კი, რა გიქნიათ?
იცით რამე დახმარების სააგენტო, რომელიც ანონიმურად ეხმარებათ, გაკიცხვის გარეშე (ვიცი, ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანია).
მგონია, ბევრი ასეთი ადამიანი შეიძლება კითხულობდეს ჩემს პოსტს და მინდა ბიძგი მივცეთ, დავეხმაროთ.
დაჩაგრულებს ხშირად უტყდებათ, ეშინიათ ამაზე საუბარი...
არადა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. უნდა იბრძოლო შენი ბედნიერებისთვის...
ერთხელ ვცხოვრობთ. არ დავაჩაგვრინოთ მოძალადეებს თავი".
რა თქმა უნდა, დავინტერესდით იმით, რა პასუხი გასცეს "ინსტაგრამის" გამომწერებმა. როგორც იცით, ნუკის საკმაოდ აქტიური ადამიანები ახვევია გარს.
მათ აზრი ამ ფორმით დააფიქსირეს: "არის ცხელი ხაზის ნომერი, რომელიც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს ეხმარება.
საკუთარ თავს, ცხვირს, ყურს, ფეხს და ყველაფერს რომ მივიღებთ ჩვენი ნაკლით, ბულინგის დროსაც შესაბამისი ძალა გვექნება, ენა ჩავაგდებინოთ ადამიანს!!!
და აი, გაბაზრება კიდევ საერთოდ ის თემაა, ნერვი რომ არ უნდა აიტოკო, რადგან უბრალოდ კანონი ყველა გაბაზრებას, ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალას თუ ცილისწამებას საკმარისად მკაცრად სჯის!
არავინ მოიკლავს შიშველი ფოტოების გაბაზრების გამო თავს, რომ იცოდნენ, რამხელა ძალა დგას მათ უკან, რომ უჩივლონ იმ გამბაზრებელს", "მართალი ხარ 100%-ით" და ა.შ...
მოდელი და ტელეწამყვანი ჯერ ისევ საქართველოში იმყოფება თავის ოჯახთან ერთად და ამჟამად ბათუმს სტუმრობს.
აქვე გთავაზობთ ახალ ვიდეოს, რომელშიც ნუკის და მის ვაჟს იხილავთ. კლიპი "Spend Your Summer In Georgia-ს" კამპანიის ფარგლებში ბათუმში გადაიღეს.