marao.ge ყურადღებით ადევნებს თვალს ირინა შეიკის "ინსტაგრამს" და ცხელ-ცხელი სიახლეები არც ახლა გამოგვრჩენია. რამდენიმე საათის წინ პოპულარულმა მოდელმა სთორიში ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა ამშვენებს: "მასთან ყოველთვის მაქვს ღიმილის მიზეზი".
აგვისტოს შუა რიცხვებში პრესა ახალმა თემამ მოიცვა. მოდელისა და იტალიელი მაჩოს ურთიერთობის შესახებ არაერთი სტატია გავრცელდა. თუმცა, არცერთ მათგანში არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ რიკარდო ირინას იმდენად აფასებს მისი ფოტო ივლისის თვეში შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: " ჩემი გოგონა "dsectionmagazine-ს" გარეკანისთვის პოზირებს".
წინა დღეებში "Burberry-მ" ირინა შეიკი სარეკლამო ვიდეოში გადაიღო. ცხადია ამ ყველაფერს რიკარდო ტიში ხელმძღვანელობდა და ეს ორმაგად ზრდიდა ჭორ-მართლის გარკვევის საბაბს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მოდელმა ცნობილ კრეატიულ დირექტორს 45 წლის იუბილე ორიგინალური სიტყვებით ერთად გადაღებული ფოტოების თანხლებით მიულოცა: "ცრემლებამდე სიცილით. ბედნიერებას გისურვებ. გილოცავ დაბადების დღეს ჩემო სიყვარულო."
ცნობილია, რომ რიკარდოს არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცად მოიაზრებენ, თუმცა ეს დადასტურებული არაა.
ირინა ცდილობდა, რომ მისი და რიკარდოს ურთიერთობის გარშემო აგორებული ჭორები არ დაედასტურებინა და ემოქმედა ისე, რომ ყურადღება მათ მეგობრულ ურთიერთობაზე მეტად გააემახვილებინათ. თუმცა, ფაქტია, რომ სთორიში განთავსებული ახალი ფოტო და წარწერა ნამდვილი გამოწვევააა. როგორც ჩანს მოდელი არც პრესას და არც ხალხის აზრს არ უშინდება.
გთავაზობთ ახალ ფოტოებსა და ვიდეოს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გადაიღეს. ნახეთ, როგორი თავდაჯერებულია მოდელი.