სიახლე

სამშენებლო კომპანიები თბილისში

სამშენებლო კომპანიები თბილისში
დღესდღეობით საქართველოში ასობით სამშენებლო კომპანიაა. მათი უმეტესობა ქართულ სამშენებლო ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს. ისინი მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. არქი კი, მათ შორის, ლიდერი დეველოპერული კომპანიაა.
არქი 13-წლიან ისტორიას ითვლის. ეს მის გამოცდილებასა და ხარისხზეც აისახება. სხვა სამშენებლო კომპანიებთან შედარებით, არქის ყველაზე მეტი დასრულებული პროექტი აქვს: 19 საცხოვრებელი კორპუსი თბილისში მდებარეობს, 1 კი - ბათუმში. არქელებს თითოეული მათგანი ვადებისა და შეთავაზებული პირობების სრული დაცვით ბარდება. დასრულებული პროექტების რაოდენობის მიხედვით, არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში.
16 მიმდინარე მშენებლობა,
რომელსაც კომპანია ამჟამად აწარმოებს, ცენტრალურ უბნებთან ერთად გარეუბნებშიც მდებარეობს. ჩვენი ბინები ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით შენდება. გერმანული ბრენდი ytong-ის დახმარებით, არქის ბინების გათბობა-გაგრილებისთვის 40 %-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. ეს კი მომავალი არქელებისთვის ეკონომიური, ხარისხიანი და უსაფრთხო გარემოს გარანტია. არქი გამოირჩევა იმითაც, რომ ბინები თბილისში პრემიუმ-კარკასით ბარდება. ეს აერთიანებს გათბობის მილებს, ელექტროობის გამართულ ქსელს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას და დაბალემისიურ მინებს. ეს უკანასკნელი ენერგოეფექტური მინაა, რომელიც ბინაში ტემპერატურას ასტაბილურებს.
არქისთვის გარემოს ზრუნვა პრიორიტეტული საქმიანობაა. სამშენებლო პროექტები გარემოსთან ჰარმონიულად შენდება. არქი ყოველ აშენებულ 10 კვადრატულ მეტრზე 1 ხეს რგავს. ჩვენ ასევე თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი აქვს რეკრეაციული ზონა, რომლის გამწვანებაში კომპანიის გარდა, არქელებიც არიან ჩართული. მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები არქის წამყვან სამშენებლო კომპანიად აქცევს.

R
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93