სიახლე

Galaxy Note10|10+-ის გაყიდვები დაიწყო

Galaxy Note10|10+-ის გაყიდვები დაიწყო
"სამსუნგის" უახლესი ფლაგმანი მოდელები Galaxy Note10|10+ უკვე ხელმისაწვდომია "სამსუნგის" ოფიციალური პარტნიორების მაღაზიებში.

შეიძინე წლის საუკეთესო სმარტფონი და გამოსცადე ახალი თაობის სიმძლავრე!

წელს პირველად, ნოუთის ხაზის ისტორიაში "სამსუნგმა" ორი სხვადასხვა ზომის და კონფიგურაციის სმარტფონი წარმოადგინა - Galaxy Note10 და Galaxy Note 10+.

სმარტფონები შექმნილია კრეატიული, სოციალურად აქტიური და საქმიანი ადამიანისთვის, ვინც მაქსიმალურს მოითხოვს თავისი სმარტფონისგან.

სმარტფონები აღჭურვილია 7-ნანომეტრიანი, ულტრათანამედროვე პროცესორით, რომელიც მის წინამორბედთან შედარებით გახდა კიდევ უფრო მძლავრი და ამავდროულად, ენერგოეფექტური. Galaxy Note10|10+-ის ეკრანები დინამიკური AMOLED
ტექნოლოგიის FHD+ რეზოლუციის ეკრანით არის აღჭურვილი. მას ამ ეტაპისათვის ყველაზე მაღალი სიმკვეთრის მაჩვენებელი აქვს და HDR10+ ტექნოლოგიის მხარდაჭერით შეუძლია მილიარდზე მეტი ფერის გადმოცემა.

Galaxy Note10+ გიგანტური 6,8 ’’ Infinity O-ტიპის ეკრანით, ყველაზე დიდი და ძლიერი მობილური მოწყობილობაა ბაზარზე. მისი შიდა მეხსიერება 256 GB-ია, ხოლო მიკრო SD ბარათის მხარდაჭერა გაძლევთ საშუალებას, მოცულობა 1 ტერაბაიტამდე გაზარდოთ. Galaxy Note10+ ვერსიაში ძირითადი კამერების რაოდენობა ოთხია, დამატებული აქვს 3D სენსორი, იგივე TOF კამერა. გიგანტური ეკრანის მქონე სმარტფონის აკუმულატორის მოცულობაც შესაბამისია და შეადგენს 4300 მილიამპერს.

Galaxy Note10 წარმოდგენილია 6.3-ინჩიანი Infinity O-ტიპის ეკრანით. მისი შიდა მეხსიერება 256GB-ია, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 8 GB შეადგენს. აქვს სამი ძირითადი კამერა: ფართოკუთხიანი 12 MP, f/1.5- f/2.4, 27mm; ტელეფოტო - 12 MP, f/2.1, 52mm და ულტრაფართოკუთხიანი ლინზა 16 MP, f/2.2, 12mm.

სუპერსწრაფი, უსადენო დამუხტვა, გაუმჯობესებული კამერა, ობიექტების 3D სკანირება, ვიდეოგადაღებისა და დამუშავების სრულიად განსხვავებული შესაძლებლობები, ახალი თაობის S-Pen, რომელიც ახლა უკვე შეხების გარეშე მართვის საშუალებას გაძლევთ და ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რაც ერთ სმარტფონშია თავმოყრილი.

სმარტფონები წარმოდგენილია ოთხ საოცრად ლამაზ ფერში: მოელვარე ნათება, მოელვარე შავი, მოელვარე თეთრი და მოელვარე წითელი.

"სამსუნგი" გირჩევთ, შეიძინოთ "სამსუნგის" სმარტფონები მხოლოდ "სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით! "სამსუნგის" ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები: "ალტა", "ელიტ ელექტრონიქსი", "მეტრომარტი", "მაგთი", ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც "სამსუნგის" სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი "სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება. ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის – შემოწმებულია და სრულიად თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან.

ჰოლოგრამით შეძენის შემთხვევაში შენ შეგიძლია ჩაერთო Trade-In აქციაში, ანუ გაცვალო ძველი სმარტფონი "სამსუნგის" ახალ ფლაგმანზე; ასევე, მიიღო დამატებით 1-წლიანი ეკრანის გარანტია, ანუ ეკრანის გატეხვის შემთხვევაში "სამსუნგი" ეკრანს შეგიცვლის საჩუქრად.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

(R)
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93