სიახლე

ქორწილის ორგანიზება მარტივდება - რა არის wedder.ge და როგორ ეხმარება ის ადამიანებს ქორწილის დაგეგმვაში

ქორწილის ორგანიზება მარტივდება - რა არის wedder.ge და როგორ ეხმარება ის ადამიანებს ქორწილის დაგეგმვაში
ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა ახა­ლი კომ­პა­ნია wedder.ge - ონ­ლა­ინსივ­რცე, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია ყვე­ლა სერ­ვი­სი და კომ­პა­ნია, რო­მელებიც ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო. ზო­გა­დად, უკა­ნას­კნელ წლებ­ში ქორ­წი­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა სულ უფრო და უფრო მო­თხოვ­ნა­დი მომ­სა­ხუ­რე­ბა ხდე­ბა. თა­ვად ცე­რე­მო­ნი­ა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სხვა­დას­ხვა კუ­თხით დატ­ვირ­თუ­ლი გახ­და. სწო­რედ ამი­ტომ გა­ი­ზარ­და მო­თხოვ­ნა სა­ქორ­წი­ლო წვე­უ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა­დას­ხვა სერ­ვის­ზეც.

სა­ბო­ლო­ოდ, ცე­რე­მო­ნი­ა­ლის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტა­ლის წი­ნას­წარ და­გეგ­მვაა სა­ჭი­რო, რაც საკ­მა­ოდ დიდ დრო­სა და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს. სწო­რედ ამ პრო­ცე­სის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად შე­იქ­მნა ვებგ­ვერ­დი Wedder.ge, სა­დაც უამ­რა­ვი დე­ტა­ლის ერთ
სივ­რცე­ში მოგ­ვა­რე­ბა და და­გეგ­მვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვე­ბპორ­ტალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ასე­უ­ლო­ბით კომ­პა­ნია და მომ­ხმა­რე­ბელს, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტის შერ­ჩე­ვა შე­უძ­ლია.

Wedder.ge სივ­რცეა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ქორ­წი­ლის და­გეგ­მვა ში­ნი­დან გა­უს­ვლე­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ონ­ლა­ინკა­ტა­ლოგ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­არ­ჩი­ოთ ლო­კა­ცია, დე­კო­რა­ცია, სა­ქორ­წი­ლო სა­მო­სი და ფეხ­საც­მე­ლი, ბეჭ­დე­ბი, სამ­კა­უ­ლი, თა­ი­გუ­ლი, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი, მო­საწ­ვე­ვე­ბი; იპო­ვოთ სა­უ­კე­თე­სო ფოტო და ვი­დე­ოგ­რა­ფი. შე­უკ­ვე­თოთ სა­სურ­ვე­ლი ტორ­ტი, ღვი­ნო და შე­არ­ჩი­ოთ სა­მოგ­ზა­უ­რო პა­კე­ტი, ტურ-ოპე­რა­ტო­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ არე­ალ­ში. შე­ა­და­როთ ფა­სე­ბი და და­გეგ­მოთ ბი­უ­ჯე­ტი. პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დი­სი კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სად ვუქ­ცი­ოთ წყვილს თუ ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ჩარ­თულ სხვა ადა­მი­ა­ნებს.” - გან­მარ­ტავს პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანი სირ­ბი­ლა­ძე.

სა­იტ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის რი­ცხვი მუდ­მი­ვად მზარ­დია, რად­გან პარტნი­ო­რე­ბის­თვის სწო­რედ ეს არის იმ ზუსტ სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ამ­დე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ელბიც სა­ბო­ლო­ოდ მათი მომ­ხმა­რებე­­ლი უნდა გახ­დეს.
logo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93