ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, მშვენიერი მსახიობი ბავშვის გასაჩენად ემზადება.
დიახ, არ მოგეჩვენათ, ნიკოლი ნამდვილად 52 წლისაა. თუმცა, ამ შესანიშნავი ახალი ამბის გარდა, აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ის რამდენიმე ისტორია, რომლებიც გაგაოცებთ.
1989 წელს ნიკოლ კიდმანი გადასაღებ მოედანზე ტომ კრუზს შეხვდა. ისინი ერთმანეთის მიმართ თავიდანვე დიდი სიმპათიით განიმსჭვალნენ და ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.
ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, წყვილი შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა მათი ქორწინება მაინც დასასრულს მიუახლოვდა. ქორწინებიდან მალევე ნიკოლს მუცელი მოეშალა, რასაც ძალიან განიცდიდა.
ბავშვები - კი თუ არა?
ნიკოლს და ტომს თანაცხოვრების მანძილზე 2 ბავშვი ეყოლათ, იზაბელი და კონორი. მსახიობებს შორის დროთა განმავლობაში ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ ტომმა ნიკოლს შვილების ქორწილში მისვლაც კი აუკრძალა. 2017 წელს “Emmy Awards"-ზე მსახიობმა ოჯახურ ძალადობაზეც ისაუბრა, რის გამოც ბევრმა გააკრიტიკა.
გამოგონილი პარტნიორები
ტაბლოიდები კრუზთან დაშორების შემდეგ არა და არ ჩერდებოდნენ. ცდილობდნენ, რომ ფილმში არსებული პარტნიორები ნიკოლის პირად ცხოვრებასთან დაეკავშირებინათ.
იგი მუდმივად ებრძოდა „თავდასხმებს“ და არგუმენტებიც ყოველთვის ჰქონდა.
ერთხანს აბრალებდნენ, რომ ერთ-ერთი მსახიობის განქორწინება მისი ბრალი იყო. ამის გამო კიდმანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, გაიმარჯვა და მიღებული თანხა მთლიანად
რუმინეთში არსებულ ბავშვთა სახლს გადაურიცხა. მას მიაწერდნენ ურთიერთობას ჯიმ ქერისთან, რასელ ქროუსთან, ჯუდ ლოუსთან, თუმცა ასეთ შემთხვევაში არავის უჩიოდა.
„ეს ჩემი ბედია“
2005 წელს მსახიობის ცხოვრებაში კიტ ურბანი გამოჩნდა. ერთმანეთი საქველმოქმედო სადილზე შემთხვევით გაიცნეს. კიტს ნიკოლი ერთი დანახვით შეუყვარდა. მათ ქალიშვილი შეეძინათ. ბევრი ამ წყვილს განსხვავებული სიმაღლის გამო აკრიტიკებდა, რადგან ნიკოლი ქმარზე მაღალი იყო.
„შვილო, მე შენი სუროგატი დედა ვარ“
იცოდით, რომ ნიკოლს და კიტს კიდევ ერთი შვილი ჰყავთ, რომელიც სუროგაციის მეშვეობით მოევლინა ქვეყნიერებას? ნიკოლს შვილისთვის ეს ფაქტი არასდროს დაუმალავს.
2017 წელს მან გადაწყვიტა, რომ მისი გოგონა სუროგატ დედას შეხვდეს და გაიცნოს. ამ ადამიანის სახელი ჯერ არ გახმაურებულა. შესაბამისად, არავინ იცის, ვინ არის.
ამ საქციელიდან ნათლად ჩანს, კიდმანი როგორი გამბედავი ადამიანია.
დედობა 52 წლის ასაკში
კიდმანის ქორწინება ურბანთან ბოლომდე ბედნიერი ნამდვილად არ აღმოჩნდა. წელიწადში ერთხელ ისინი საჯაროდ ჩხუბობენ. ტაბლოიდები მუდამ სავსეა ჭორებით, რომლებიც მათ განქორწინებას ეხება.
ნიკოლი მომთმენი ადამიანია, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებს, რომ ნასვამი ქმრის საქციელი აიტანოს.
ის ფაქტი, რომ მსახიობს კვლავ აქვს ბავშვის გაჩენის სურვილი, პრესისთვის უცხო არაა.
კიტი და ნიკოლი აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ კიდევ ერთი სუროგაციისთვის.
ამ საუბრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდმანი ორსულადაა.
ტექნიკურად შეუძლებელი არაფერი არ არის, თუმცა მენოპაუზის პერიოდი ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს.
ფაქტია, რომ მსახიობმა თავი საუკეთესო ექიმებს ანდო და არ ეშინია.
ისღა დაგვრჩენია, მსახიობს ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვოთ.