დემნა გვასალია Vetements-იდან წავიდა. ინფორმაცია უკვე დაადასტურა მისმა ძმამ, გურამ გვასალიამ, რომელთან ერთადაც, ქართველმა დიზაინერმა ეს მოდის სახლი შექმნა.
„Vetements-ი ყოველთვის შემოქმედებითი კოლექტივი იყო. ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას და არ შეიცვლება ბრენდის მთავარი, ავთენტური ღირებულებები. მომავალშიც მხარს დავუჭერთ ჭეშმარიტ და გულწრფელ შემოქმედებით ნიჭს. ის, რასაც დემნამ ბოლო წლებში მიაღწია, Vetements-ის ისტორიის მთავარი თავია. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მას, რომ მოდის სახლის განვითარებაში ასეთი წვლილი შეიტანა“, – აღნიშნა Vetements-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა გურამ გვასალიამ (წყარო: marketer.ge).