მსოფლიოში არაერთი ძლიერი, ნიჭიერი და თავდაჯერებული ვიზაჟისტი არსებობს. ისინი ჩვენ გაკვირვებას ახალ-ახალი ხრიკებით ახერხებენ.
ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ვიზაჟისტზე, რომელიც კოსოვოდანაა. მისი სახელია არბერ ბიტიკი და უკვე ძალიან ცნობილია.
არბერმა თავისი ნამუშევრებით წარმატებას მიაღწია. როცა მის ნამუშევრებს იხილავთ, თვალებს არ დაუჯერებთ, რადგან სხვაობა ნამდვილად განსაცვიფრებელია.
იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გოგონების მეუღლეები შოკში არ ჩავარდნენ.
"ინსტაგრამზე" არბერი საკმაოდ აქტიურია და უკვე 300 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მათი რაოდენობა დღითი დღე იზრდება, რაც გასაკვირი სრულებითაც არ არის.
თუმცა, ყველაფერი არც ასე კარგადაა. არბერს ზოგიერთი ადამიანი ადანაშაულებს იმაში, რომ მისი გოგონები ბოლო დროს ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. გულისხმობენ იმას, რომ ყველა ერთმანეთს ემსგავსება და ამავდროულად, ინდივიდუალობას კარგავენ.
ფაქტია, რომ გამომწერების აზრი ორად იყოფა და გოგონებიც ფოტოებზე არაჩვეულებრივად გამოიყურებიან, რასაც ვიზაჟისტს ნამდვილად ვერ დავუკარგავთ.
მოგწონთ ვიზაჟისტის ნამუშევრები თუ პირიქით, ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ პატარძლებს ინდივიდუალობას უკარგავს?