25 სექტემბერს, 17:00 საათზე, "ბიბლუსი გალერეაში" (თბილისი, კადნელაკის #7) რეიჩელ ლიპინკოტის წიგნის, "ორი ნაბიჯი შენამდე" წარდგენა გაიმართება. წიგნს "ლიბერთინსის" მკითხველი უკვე ელის. მისი შეძენა ღონისძიებაზე 20%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
ამ ახალი გამოცემის შეძენას მკითხველი ფასდაკლებით 30 სექტემბერსაც შეძლებს. 17:00 საათზე "ბიბლუსი
მანამდე კი, 27 სექტემბერს იმავე ლოკაციაზე გაიმართება "ლიბერთინსელებთან" შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოსულ სტუმრებს ელით გათამაშება და 40%-იანი ფასდაკლება წიგნებზე - ლი ბარდუგო, "ყვავების ექვსეული"; ბეკა ფიცპატრიკი, "ფინალი".
50%-იანი ფასდაკლება იქნება ქუთაისის "ბიბლუსის" მაღაზიებში 26 სექტემბერს შემდეგ წიგნებზე: რეი ბრედბერი - "ბოროტი მოდის"; რეინბოუ რაუელი - "ელინორი & პარკი"; ერნესტ კლაინი - "პირველი მოთამაშე, მოემზადე".
1-ლი ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით კი, კვირეულის ფარგლებში, 30%-იანი ფასდაკლება იქნება "ლიბერთინსის" აქსესუარებზე "ბიბლუსის" მთელ ქსელში.
2 ოქტომბერს თბილისის "ბიბლუსი გალერეაში" (კანდელაკის #7) გაიმართება მარკუს ზუზაკის წიგნების - "თიხის ხიდისა" და "წიგნის ქურდის" წარდგენა, რომლის ფარგლებშიც, "ბიბლუსის" 30-ლარიანი და 50-ლარიანი ვაუჩერები გათამაშდება.
შეგახსენებთ, რომ "ბიბლუსის მაღაზიათა" ქსელში ასევე მიმდინარეობს 1+2 აქცია, რომლის ფარგლებშიც ფასდაკლება 6 ოქტომბრის ჩათვლით, კვირეულთან ერთად გაგრძელდება.