სიახლე

როგორ ვატაროთ სწორად ნიშნობის და ქორწინების ბეჭედი

როგორ ვატაროთ სწორად ნიშნობის და ქორწინების ბეჭედი
საქორწილო მოდა ყოველთვის თავისი წესებით არსებობდა, განსაკუთრებული მითითებებით კონკრეტულ მიმდინარე ტრენდებზე, რომელიც სასურველია, ყველა დასაოჯახებელმა ადამიანმა გაითვალისწინოს. „მარაოს“ რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა ატაროთ ნიშნობის და ქორწინების ბეჭედი და როგორ შეუთავსოთ ერთმანეთს ქორწილის შემდეგ.
Image result for Властелин сердец: как носить помолвочное и обручальное кольца
ცივილიზაციის დასაწყისში მსოფლიოს მასშტაბით ბევრს სჯეროდა, რომ უსახელო თითი სწორედ იმ სიყვარულის არტერიაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია გულთან. ძველ ეგვიპტეში სასიძო საპატარძლოსთვის ბეჭდის გაკეთებით ამტკიცებდა საქორწილოდ თავის მზაობას. წრე - უსასრულობის სინონიმია, ამიტომ ბეჭდის აპრიორი ღრმა საკრალური აზრის მატარებელია და მთავარი აქსესუარი მათთვის,
ვინც დაოჯახებას აპირებს, ხოლო საქორწილო ბეჭედს მოდის ტენდენციების განვითარების შედეგად ნიშნობის ბეჭედიც გამოყვა.
Related image

როგორ ვატაროთ ნიშნობის ბეჭედი?

  • ძალიან ხშირად ნიშნობის ბეჭედს საქორწილო ბეჭედში ურევენ, რაც არასწორია, ვინაიდან მათ შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. ბიჭის მხრიდან ხელისა და გულის შეთავაზება სწორედ ნიშნობის ბეჭდით ხდება, ნიშნობის ბეჭედი ემსახურება საქორწილოდ მზადყოფნას. ჩვენთან ნიშნობის ბეჭედს მარჯვენა ხელის უსახელო თითზე ატარებენ, ხოლო ოკეანის გაღმა კი პირიქით, მარცხენა ხელზე ირგებენ. რომელ თითზე მოვირგოთ, ეს ნამდვილად ჩვენი გადასაწყვეტია, ვინაიდან ის დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანის ეროვნულ და კულტურულ საწყისებთან.

Image result for Властелин сердец: как носить помолвочное и обручальное кольца

  • ძველად ნიშნობის ბეჭედი ემსახურებოდა ბიჭის მატერიალურ სტატუსს. ამიტომ იმის მიხედვით, თუ როგორ ნიშნობის ბეჭედს შესთავაზებდა გოგოს, განისაზღვრებოდა, რა მასალის იყო ბეჭედი და რამდენად ძვირფასი. იშვიათი არ იყო არც ის ფაქტი, რომ სწორედ ბებიების და დედების ნაქონ ბეჭედს ჩუქნიდნენ საცოლეს. მაგალითად, ბრიტანეთიც ამ ტრადიციას ინარჩუნებს დღემდე, პრინცესა დიანა სპენსერის ბეჭედი ქეით მიდლტონს გადაეტა კემბრიჯის ჰერცოგინიას სტატუსის მორგების შემდეგ. გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ დიანას ბეჭედთან განშორება არ უნდოდა, პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ, 1996 წელს, თუმცა ლეგენდარულ საფირონთან დამშვიდობება მას მაინც მოუწია.
Image result for Властелин сердец: как носить помолвочное и обручальное кольца

როგორ ვატაროთ ნიშნობის ბეჭედი ქორწილის შემდეგ?

  • ნიშნობის ბეჭედი ქორწინების შემდეგ ესტაფეტას უთმობს საქორწილო ბეჭედს მარჯვენა ხელის უსახელო თითზე, თუმცა მეორე ვერსიით, მისი ტარება მარცხენა ხელის უსახელო თითზეც მარტივად შესაძლებელია. დღესდღეობით, მოდური ტენდენციით, საქორწილო და ნიშნობის ბეჭედი მის ღირებულებასთან და განსხვავებულ დიზაინთან არის პირდაპირ კავშირში. შესაბამისად, ის ხშირად ატარებს არამარტო სამახსოვრო, არამედ ძვირად ღირებული აქსესუარის ფუნქციასაც.
Related image

როგორ ვატაროთ ნიშნობის და ქორწინების ბეჭედი ერთად?

  • გაწერილი წესი ამ საკითხზე ნამდვილად არ არსებობს, თუმცა ეს, სავარაუდოდ, უფრო მეტად გემოვნების საკითხს ითვალისწინებს. თუ ორივე ერთი მასალისგან არის დამზადებული, ორიარუსიანი ბეჭდის სახით საკმაოდ ლამაზია მისი ტარება, თუმცა ბოლო პერიოდში ნიშნობის ბეჭდის ტარების ახალი ტენდენცია გულზე ყელსაბამის სახით ტარებას ითვალისწინებს. სხვათა შორის, კიდევ ერთი სამეფო დინასტიის წარმომადგენელი - პრინცი უილიამი - არ ატარებს საქორწილო ბეჭედს. მისი მეუღლისგან, ქეითისგან განსხვავებით, მან მხოლოდ ქორწილის დღეს მოირგო ბეჭედი. როგორც ჩანს, მოდა მოდად რჩება, ჩვევები კი - ჩვევებად.

Image result for Властелин сердец: как носить помолвочное и обручальное кольцаImage result for Властелин сердец: как носить помолвочное и обручальное кольца

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93