მოდის კვირეულის ცეცხლი ჯერ კიდევ არ განელებულა და ირინა შეიკისკენ პრესის წარმომადგენლების ყურადღება კიდევ უფრო მეტადაა მიმართული.
ისინი, შეიძლება ითქვას, რომ მოდელს უყურადღებოდ არც ერთი წამით არ ტოვებენ და ახალი ინფორმაციაც ელვის სისწრაფით ვრცელდება.
33 წლის ირინა თავის გოგონასთან ერთად ქუჩაში არც ისე ხშირად ჩნდება.
თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მას და ლეას ფოტოები პარიზის ქუჩებში გადაუღეს.
ლეა ამჟამად 2 წლისაა და ირინა მის ჩაცმულობაზე დიდი მონდომებით ზრუნავს. ლეა და ირინა მილანსა და პარიზში ჩაფრინდნენ, რათა ცოტა ხნით დაისვენონ.
გოგონას ღია ვარდისფერი კაბა ეცვა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ხოლო ირინას ჩაცმულობამ პაპარაცები ცოტა დააბნია და გააკვირვა.
როგორც წესი, მოდელი ჩაცმის თავისუფალ სტილს ამჯობინებს მაშინ, როცა ქუჩაში სეირნობს.
ჩვეულებას არც ახლა უღალატა, თუმცა ზოგიერთ ადამიანს მისი ჩაცმულობა ზედმეტად ჩვეულებრივი მოეჩვენა.
ირინას "ვარსკვლავური ომების" მაისური ეცვა და საშინაო სტილში იყო.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სტილიც უხდება მოდელს თუ პირიქით?