10 ხრიკი ასაკოვანი მშობლების დასახმარებლად - Marao

10 ხრიკი ასაკოვანი მშობლების დასახმარებლად

2019-10-01 11:53:08+04:00


საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის მოტორიკა თანდათან თავის ნიშნულს ჩამოსცდება, რასაც მოჰყვება მახსოვრობის გაფუჭება და სხვა შესამჩნევი ცვლილებელი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო რთული შესასრულებელი ხდება. ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც თქვენი ხანში შესული ნათესავების მდგომარეობას უფრო უსაფრთხოს და მსუბუქს გახდის.

Image result for В помощь родителям: 10 лучших лайфхаков для пожилых людей

  • იმისათვის, რომ არ დაიბნეთ გასაღებებში, გააფერადეთ ფრჩხილის ლაქით სხვადასხვა ფრად, მაგალითად სახლის კარი - წითლად, სარდაფის - ყვითლად.

Image result for keys gif

  • გადაიღეთ ტელეფონით ყველა წამლის სურათის ცხრილი, მათი გამოყენების საათებითა და საჭირო რაოდენობის მიღებით. ეს მეთოდი გაგიმარტივებთ ექსტრემალურ სიტუაციებში ყოფნას ან ექიმთან ვიზიტისას ჩამონათვალის წარდგენას. ერთი ცხრილი კი შეგიძლიათ საფულეშიც იქონიოთ.
Image result for drugs gif

  • გაგიფუჭდათ სმენა? დააყენეთ მაღვიძარა ტელეფონზე და მოათავსეთ შუშის ჭიქაში, რაც ბევრად გააძლიერებს ხმას - ასეთი ზარი კი ნამდვილად არ გამოგრჩებათ თვალთახედვიდან.
Image result for mobile in glass

  • გავიწყდებათ წყლის დალევა? აავსეთ მინის ქილა წყლით და მიუთითეთ შავი მარკერით დროები, მოათავსეთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილას.
Image result for bottle of water

  • იმისათვის რომ ტრავმების რისკი შეამციროთ, შეცვალეთ პატარა ზომის ნოხები მთელი ოთახის სიგრძის ნოხზე, „კედლიდან კედლამდე“, მეორე ვარიანტია - ნოხის შიდა მხრიდან ორმაგი სკოტჩის მეშვეობით იატაკზე დაფიქსირება.

  • თუკი თქვენი ხანში შესული ნათესავი კვლავ საჭესთან ჯდება, შემდეგი ხრიკი ნამდვილად გამოგადგებათ, იმისათვის რომ პარკინგზე მანქანა ადვილად იპოვოს, გადაუღეთ მდებარეობას სურათი. ასე მანქანის პოვნა დამოუკიდებლადაც გაუმარტივდება და სხვების დახმარების მეშვეობითაც.

  • საყოფაცხოვრებო ქიმიური ხსნარების შესანახად, კოსმეტიკის და სხვა წვრილი ნივთებისთვის გამოიყენეთ ორგანაიზერი ბევრი ჯიბით, რომელსაც კარზე მოათავსებთ, ასე ნივთები მუდამ დალაგებული იქნება და ხშირად დახრაც არ მოუწევს ნივთების ასაღებად.
Image result for organizer for house

  • ტელევიზორის პულტების ორგანიზებას ფეტრის ნაჭრის მეშვეობით შეგიძლიათ. ნაჭერი დაამაგრეთ სავარძლის გარე მხრიდან,ასე პულტებს მარტივად დაამაგრებთ სავარძელზე და ძებნაც აღარ მოუწევს თქვენს ასაკოვან მშობელს.
Image result for organizer for house

  • საღამოს სეირნობისას ან გამგზავრებისას აუცილებლად ჯიბის პატარა სანათი გაატანეთ, იმისათვის რომ უცნობ ადგილას სიბნელეში მარტივად ორიენტირდეს.

  • თუკი დაკარგეთ საყურე ან რაიმე პატარა ნივთი, შეეცადეთ მოძებნოთ მტვერსასრუტის მეშვეობით. გაუკეთეთ კოლჰოტი და დაამაგრეთ რეზინით, დაკარგული აქსესუარი აუცილებლად მიეკრობა ნაჭერს და ასე ძებნის დროსაც დაზოგავთ.
Image result for looking for something

წყარო