სიახლე

სამზადისის სია: როგორ აადვილებს ქორწილის დაგეგმვის პროცესს Wedder.ge-ს ახალი სერვისი

სამზადისის სია: როგორ აადვილებს ქორწილის დაგეგმვის პროცესს Wedder.ge-ს ახალი სერვისი
გადაწყვიტეთ ქორწინება და ჯერ არ დაგიგეგმავთ ქორწილი? არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ შემოგთავაზებთ, რამდენიმე აუცილებელ ნაბიჯს, თუ როგორ უნდა დაგეგმოთ ქორწილის დღე ეტაპობრივად, ისე რომ ამ რუტინულმა პროცესმა არ დაგღალოთ და ამაღლებული განწყობა არ შეგიცვალოთ.


დიდი ალბათობით თქვენი ქორწილის დღე, იქნება ყველაზე გამორჩეული და დაუვიწყარი ცერემონიალი, თქვენი და თქვენი მეუღლის ცხოვრებაში. ფოკუსირდით ამ დღის ირგვლივ, ჩართეთ სამზადისში ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები.


სამზადისის სია:

1. დაგეგმეთ ბიუჯეტი


პირველ რიგში, სანამ ქორწილის დღის დაგეგმვას დაიწყებთ, აუცილებლად
განსაზღვრეთ მისი ბიუჯეტი თუ რამდენის დახარჯვას აპირებთ ამ დღისთვის. შესაძლოა ეს არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია, მაგრამ შემდეგი ნაბიჯების განსახორციელებლად აუცილებელი წინაპირობაა. ბიუჯეტის დადგენის შემდეგ, პრიორიტეტების მიხედვით, თამამად შეგიძლიათ გაანაწილოთ თანხა, სხვადასხვა სერვისსა და საჭიროებაზე.


2. მოძებნეთ ინსპირაციის წყაროები


საიმისოდ, რომ თქვენი ქორწილი არ იყოს ისეთივე, როგორც სხვა ყველა, მას განსხვავებული ელემენტები თქვენ თავად უნდა შესძინოთ. დაიწყეთ ძიება და ნახეთ უამრავი წვრილი თუ მსხვილი, სხვადასხვა დანიშნულების საგნები: როგორი უნდა იყოს თქვენი საქორწილო კაბის/კოსწიუმის სტილი, თაიგული, ტორტი, საქორწილო სივრცე და დეკორაცია, ჭურჭელი, წამყვანი ფერი - ყველა ამ დეტალის მოძიება და სხვათა გამოცდილების ნახვა შესაძლებელია საქორწილო პორტალებზე, პინტერესტზე, ფეისბუქის და ინსტაგრამის თემატურ გვერდებსა და ჯგუფებში.


3. განსაზღვრეთ სტუმრების რაოდენობა


სტუმრების რაოდენობა საქორწილო სამზადისის სიის სათავეში, ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან მცირე ქორწილის(საშუალოდ 50 ადამიანი) დაგეგმვის პროცესი, დიდი ქორწილების დაგეგმვისგან არსებითად განსხვავებულია. პირველ რიგში კი მაშინ, როცა საქორწილო სივრცე უნდა შევარჩიოთ.


4. შეარჩიეთ ქორწილის თარიღი


სამზადისის სიის შემდეგი ეტაპი ქორწილის თარიღის შერჩევაა. ქორწილის თარიღის შერჩევისას, უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. შესაძლოა ერთ იმ კონკრეტულ დღეს, თქვენთვის სასურველი ლოკაცია ან მომსახურება დაკავებული იყოს. ამიტომ, მონიშნეთ რამდენიმე თარიღი. ეს გაგიადვილებთ ქორწილის დაგეგმვის პროცესს. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93