შორენა ბეგაშვილი ორი დღის წინ კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუმცა ამჯერად, როგორც მოდელი და მსახიობი ხშირად წუწუნებს ხოლმე, მიზეზი ჭორები არ ყოფილა. ბეგაშვილმა, ყველასთვის მოულოდნელად, ირაკლი ნანაძესთან რვაწლიან ურთიერთობას დაუსვა წერტილი და ოფიციალურად დაშორდა.
ცნობა გაყრის შესახებ მოდელმა სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ნანაძემდე ბეგაშვილი ერთხელ გახლდათ ოფიციალურ ქორწინებაში, წარმოშობით რუსთაველ ზურაბ ბარბაქაძესთან.
წყვილს საერთო შვილი, ევა ჰყავს. ცნობილია ის ფაქტიც, რომ „ფლეიბოიში“ გადაღების დროს ისინი ისევ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და დაშორების მიზეზი მისი სკანდალური ფოტოები არ გამხდარა. გაგრძელება + ფოტო