მსახიობი ანა ჩირაძე და "მასტერშეფი" კოტე თედელური დაქორწინდნენ! - Marao

მსახიობი ანა ჩირაძე და "მასტერშეფი" კოტე თედელური დაქორწინდნენ!

2019-10-15 15:36:35+04:00


როგორც ცნობილი გახდა, გადაცემა "მასტერშეფის" ჟიურის წევრი კოტე თედელური და სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ანა ჩირაძე, იგივე ჩიკა დაქორწინდნენ. სოციალურ ქსელში ფოტოები ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა. წყვილმა თელავში სპონტანურად მოაწერა ხელი. მეჯვარეები ქეთი დევდარიანი და ეკა ჩხეიძე იყვნენ. მეგობრები ახლად შეუღლებულ წყვილს გაბედნიერებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები