სიახლე

„ჯანმრთელობის ბარათი” "ჰოთსეილისგან" - იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად

„ჯანმრთელობის ბარათი” "ჰოთსეილისგან" - იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად
„ჰოთსეილი“ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულების განვითარებას იწყებს და მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ჯანმრთელობის ბარათის“ შედგენისას, ფაქტობრივად, სრულად მოხდება მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება. ამ ეტაპზე ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია 30-ზე მეტი კომპლექსური შეთავაზების - „ჯანმრთელობის ბარათის“ შეძენა, უახლოეს მომავალში კი მათი რაოდენობა 5-ჯერ და მეტჯერ გაიზრდება.

„ყველაზე ძვირფასი, ვინც ჩვენ გვყავს, ჩვენი მომხმარებელია, ხოლო ჩვენი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე სასიამოვნო და საამაყო საქმეა, თან ისე, რომ მათ მნიშვნელოვანი თანხის გონივრულად დაზოგვის შესაძლებლობა მივცეთ! -
ამბობს „ჰოთსეილის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ გორდულაძე.

„ჯანმრთელობის ბარათი“ შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე და ამასთან, მნიშვნელოვნად დაზოგოს თანხა.

„საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ყველა ოჯახი საკუთარი ხარჯების 12,5%-ს ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართავს. უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც ბევრ პრევენციულ პროცედურას და დაავადების მკურნალობის ხარჯს ფარავს, თუმცა მაინც რჩება ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთ. იმ შემთხვევაშიც კი, სადაც ჯანმრთელობის დაზღვევა გვაქვს, არსებობს ლიმიტები, რომლებსაც მუდმივად ყურადღების მიქცევა ესაჭიროება.

სწორედ ამიტომ შევქმენით ახალი პროდუქტი „ჯანმრთელობის ბარათი“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მომხმარებელს, იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე და ამავდროულად, დაზოგოს გონივრულად. უმეტეს შემთხვევაში „ჯანმრთელობის ბარათის“ შეძენის დროს, თქვენ შეიძენთ კომპლექსურ მომსახურებას ჩვენი პარტნიორი სამედიცინო ორგანიზაციებისგან. კომპლექსური შეთავაზების შედგენაზე ერთობლივად მუშაობენ პროფესიონალები ჩვენი და სამედიცინო დაწესებულების გუნდიდან, რომლებიც პირველ რიგში ითვალისწინებენ მომხმარებლის მოთხოვნას სამედიცინო მომსახურებაზე, დემოგრაფიას, გეოგრაფიას, სეზონურობას და შესაბამისად, აერთიანებენ ხშირად გაწევად პროცედურებს“, - აღნიშნავს „ჰოთსეილის“ დირექტორი თათული ზაკალაშვილი.

საქართველოს ვებსივრცეში „ჰოთსეილი“ თავისი ბიზნესმოდელით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საპრომოციო გვერდია. პარტნიორი კომპანიები მეტი ცნობადობის და ლოიალური მომხმარებლის მოსაპოვებლად თანამშრომლობენ მასთან და აღწევენ უნიკალურ შედეგებს. თუმცა „ჰოთსეილის“ მისია და დანიშნულება ქვეყანაში დანაზოგების სტიმულირება და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა. ამ მისიის შესრულების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს კომპანიის გუნდი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულების განვითარებას.

„დღეს ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია 30-ზე მეტი კომპლექსური შეთავაზების - „ჯანმრთელობის ბარათის“ შეძენა, უახლოეს მომავალში კი „ჯანმრთელობის ბარათების“ რაოდენობა 5-ჯერ და მეტჯერ გაიზრდება. პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებს ძალიან დიდი სიფრთხილით ვარჩევთ და თანამშრომლობის შემდეგ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან, რათა ჩვენმა მომხმარებელმა საუკეთესო ხარისხის მომსახურება მიიღოს. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად“, - განმარტავს მომხმარებელზე ზრუნვის სამსახურის ხელმძღვანელი ლანა წურწუმია.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93