"ძალიან ჰგავხარ" - როგორ ფორმაში შეხვდა Halloween-ს ნუკი კოშკელიშვილი (+ვიდეო) - Marao

"ძალიან ჰგავხარ" - როგორ ფორმაში შეხვდა Halloween-ს ნუკი კოშკელიშვილი (+ვიდეო)

2019-11-01 09:21:22+04:00


  • როგორც იცით, ჰელოუინი საკმაოდ პოპულარული დღესასწაულია შეერთებულ შტატებსა და კანადაში. მას წელიწადში ერთხელ, 31 ოქტომბერს აღნიშნავენ.
  • ფაქტია, რომ ყოველწლიურად საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვადასხვა დაწესებულება სპეციალურად ამ ღამისთვის კოსტიუმირებულ წვეულებას აწყობს.
ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

ნუკი უკვე რა ხანია ამერიკაში ცხოვრობს მეუღლესთან და პატარა ოლივერთან ერთად.

ვიდეოში, რა თქმა უნდა, ოლივერიც ჩანს და დედიკომ გარკვეული როლიც დააკისრა.

"მე და ჩემი როჯერი" - დააწერა ვიდეოს ნუკიმ.

როგორც ჩანს, ნუკი ანიმაციების მოყვარულია და Jessica Rabbit-იც ამიტომ განასახიერა.

"მსგავსება ზუსტია", "ერთი ერთში ხართ", "როგორ ჰგავხართ" - წერენ გამომწერები.

გთავაზობთ ფოტოებს, სადაც დედები შვილებთან ერთად სპეციალურად ჰელოუინისთვის ირგებენ კოსტიუმებს.