სიახლე

როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი?

როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი?
თანამედროვე სამყაროში მობილური ტელეფონის შერჩევა განსაკუთრებულად რთულია. ჩვენ წინაშეა განსხვავებული დიზაინისა და მახასიათებლების ათასობით მობილური, რომლებიც თანაბრად გვიზიდავს და გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გვიჭირს.
რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს ჩვენს მობილურ ტელეფონს, მის გამოყენებას მხოლოდ დარეკვისა და ფოტოების გადასაღებად ვაპირებთ თუ სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლადაც... გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს, რომელთა მიხედვითაც მობილურის შერჩევა გაგიმარტივდებათ.


1. სმარტფონი თუ ღილაკებიანი მობილური?

რაც უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, ტექნიკის მოდაც ბრუნავს. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ "მოტოროლამ" თავისი
საკულტო დასაკეცი მობილურის გამოსვლა დააანონსა. მიუხედავად იმისა, რომ ღილაკებიან მობილურებს თანამედროვე სმარტოფნების მსგავსი ფუნქციები არ აქვს, ადამიანებისთვის, ვისთვისაც დარეკვის, შეტყობინების გაგზავნისა და მაღვიძარის ფუნქციებიც საკმარისია, ასეთი მობილური ზედგამოჭრილია.
მაგრამ თუკი სოციალური ქსელებით სარგებლობა, ფოტოების გადაღება და ელფოსტის გამოყენება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, აუცილებლად სმარტფონზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი.

2. ოპერაციული სისტემა

განვიხილოთ სამი ყველაზე გავრცელებული ოპერაციული სისტემა:
  • Android – ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა. გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივი და კომფორტულია. ძირითადი მინუსი ის აქვს, რომ სისტემა ხშირად ახლდება და დროთა განმავლობაში თქვენი მობილური გარკვეული აპლიკაციების განახლებულ ვერსიებს ვერ გახსნის.
  • iOs განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვინც "ეიფლის" რამდენიმე პროდუქტს ფლობს. თანაც, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული აპლიკაციების ნაწილი მხოლოდ iOs –ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
  • Windows, სხვა ოპერაციული სისტემებისგან განსხვავებით, უფრო მრავალფეროვანი ფუნქციებით გამოირჩევა. საშუალებას გაძლევთ, ეკრანზე გქონდეთ და გადააადგილოთ გრაფიკები თუ ინფოგრაფიკები. ასე რომ, თუკი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს აქტიურად იყენებთ მობილურს, Windows–ის ოპერაციული სისტემა კარგი არჩევანია.

3. გარეგანი მახასიათებლები

გარეგნულ მახასიათებლებს დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა მობილურს ვყიდულობთ. ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ მახასიათებლებს:
  • ზომა – ეკრანის ზომა ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე, ანუ დიაგონალურად იზომება. პატარა მობილური თქვენს ჯიბეშიც მარტივად მოთავსდება და, ჩვეულებრივ, უფრო ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩევა, მაგრამ თუკი მობილურში ფილმებისა და ვიდეოების ყურებას აპირებთ, დიდი ზომის სმარტოფონი უნდა შეარჩიოთ (მინიმუმ, ხუთინჩიანი).
  • ფორმა – აქ ორი ძირითადი ტიპი გამოიყოფა. ერთი კუთხეებში მომრგვალებულია, მეორე უფრო მყარ კუთხეს ქმნის. არჩევანი გემოვნების მიხედვით გააკეთეთ.
  • ფერი – თეთრი, შავი, ცისფერი, წითელი... – სმარტფონების ფერების არჩევანი მრავალფეროვანია. თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველა მოდელს მოეძებნება მისი შესაბამისი ჩასადები („ქეისი“), რომლითაც თქვენს მობილურს გაამრავალფეროვნებთ და დაიცავთ კიდეც.

4. ფასი

მობილურის შერჩევა გაგიმარტივდებათ, თუკი თავიდანვე დათქვამთ ფასის დიაპაზონს. მოიფიქრეთ, მინიმუმ და მაქსიმუმ რამდენის გადახდა გსურთ. გირჩევთ, სანამ უშუალოდ მაღაზიაში წახვალთ, მობილურები საიტებზე დაათვალიეროთ. რა თქმა უნდა, რამდენიმე მაღაზიის შემოვლაც და საიტების დათვალიერებაც დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ პირდაპირ price.ge-ს ეწვიეთ, სადაც კონკრეტული მოდელების სხვადასხვა მაღაზიის ფასები დაგხვდებათ.
ფასისა და სასურველი მახასიათებლების მითითების შემდეგ პროგრამა თქვენთვის სასურველ მოდელებს გაჩვენებთ. თითოეულზე დაკლიკვის შემდეგ კი ნახავთ, სხვადასხვა მაღაზიაში რა ღირს თქვენ მიერ შერჩეული მობილური. შედეგად, სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთში შეარჩევთ მობილურს.

5. სხვისი გამოცდილება

სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოიკითხეთ სხვისი გამოცდილება. უყურეთ unboxing ვიდეოებს, წაიკითხეთ მიმოხილვები თქვენ მიერ შერჩეული მობილურების შესახებ. ჰკითხეთ თქვენს მეგობრებს, როგორ იყენებენ, რა დადებითი და უარყოფითი გამოცდილება აქვთ მობილურებთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციას თავს მოუყრით და თქვენთვის ზედგამოჭრილ მობილურს შეარჩევთ, price.ge-ს ეწვიეთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, სხვადასხვა მაღაზიაში რა ღირს თქვენ მიერ შერჩეული მოდელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93