სიახლე

ყველაფერი თავის მოვლისთვის ერთ სივრცეში - Beauty Exhibition 2019 იწყება

ყველაფერი თავის მოვლისთვის ერთ სივრცეში - Beauty Exhibition 2019 იწყება

დიდი ფასდაკლებები თავის მოვლის საშუალებებსა და კოსმეტიკაზე, შეთავაზებები თავის მოვლის პროცედურებზე, ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, სპა ცენტრები, პრეზენტაციები და ტრენინგები დარგში არსებულ სიახლეებზე, make-up არტისტები - ყველაფერი, რაც თავის მოვლისთვის გჭირდებათ ერთ სივრცეში - Beauty Exhibition 2019-ზე დაგხვდებათ.

ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენას გამოფენების ცენტრი "ექსპოჯორჯია" 8-10 ნოემბერს უმასპინძლებს. გამოფენაზე მისვლა 11-დან 19 საათამდე შეგეძლებათ.

„გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს უამრავი სიურპრიზი ელოდება - მონაწილე კომპანიები მხოლოდ Beauty Exhibition-ის ფარგლებში გაათამაშებენ თავიანთ პროდუქციას. ასევე, მონაწილეები დამთვალიერებელს პროდუქციის შეძენის შემთხვევაში
გადასცემენ საჩუქრებს და ფასდაკლების ვაუჩერებს“
- ამბობს პროექტის მენეჯერი ქეთევან მეშველიანი.

8 ნოემბერს Beauty Exhibition 2019-ის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია - მენეჯმენტი სილამაზის ინდუსტრიაში, მათთვის, ვინც აპირებს სილამაზის ინდუსტრიაში საქმის წამოწყებას ან უკვე არის სილამაზის სალონის, სილამაზის ცენტრის, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის ან სასწავლო ცენტრის მფლობელი/მენეჯერი/ადმინისტრატორი.


კონფერენციაზე დასწრება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციითაა შესაძლებელი.
პირველ საგამოფენო დღეს უკრაინიდან მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ სილამაზის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე.

ვიაჩესლავ დიუდენკო
  • ხელმძღვანელი, როგორც ბრენდი - როგორ მოქმედებს ხელმძღვანელის ცნობადობა და მომხმარებელთან ურთიერთობა ბიზნესის წარმატებაზე.
  • კრიზისების მართვა სილამაზის სალონების ბიზნესში.

ოლეგ მოსკალიონოვი
  • ქაოსიდან სისტემამდე, 30 დღეში. ეფექტური და გამოცდილი 7-ეტაპიანი სტრატეგია.
  • ბონუს თემა - რომელი ანაზღაურების ტიპია უფრო ეფექტური - ფიქსირებული ხელფასი თუ პროცენტი შემოსავლიდან?

ოქსანა პალაგეჩა
  • - რატომ არის HR-მარკეტინგი აუცილებელი სალონების ბიზნესში?
  • - როგორ შევქმნათ სალონის ბრენდი და შევინარჩუნოთ სპეციალისტები.

მეორე საგამოფენო დღეს, 9 ნოემბერს, 13:00 საათზე, მხოლოდ "თი-ბი-სი" სტატუსის მომხმარებლებისთვის გაიმართება შეხვედრა „ჰარმონიაში საკუთარ თავთან“.

გამოფენის ფარგლებში, ქოუჩი - ეკატერინე ბაბუნაშვილი და ვეგანური კაფეს - „ნამუ“ შეფმზარეული - ანა ტიკარაძე ახსნიან, თუ როგორ შეიძლება სწორი კვებითა და ემოციური ბალანსით მოვიდეთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან; რას გულისხმობს ჯანსაღი კვება და მინიმალისტური ცხოვრების წესი და როგორ მოქმედებს ისინი ჩვენი ბედნიერების ხარისხზე. როგორია საკუთარ თავთან მოლაპარაკების პროცესი და როგორ გვეხმარება ამაში სხეულისა და გონების კავშირი.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ www.statusevents.ge
გამოფენაზე დასწრება უფასოა.
გამოფენების ცენტრი "ექსპოჯორჯია"
ა.წერეთლის გამზ. 118

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93