გუშინ რესტორან "დორსში" მომღერალ ლიზა ყენიას კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეორგოლის რეჟისორი ლაშა ცერიაშვილია.
ლიზას კლიპში პარტნიორობას ქართველი ქორეოგრაფი ირაკლი ფიფია და ფერადკანიანი მსახიობი ბრაიანი უწევს. ნახეთ ვიდეო
ახალგაზრდა მომღერალი ლიზა ყენია ცნობილი ქართველი მომღერლის, მაია ჯაბუას ქალიშვილია, თუმცა საზოგადოება მას სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან იცნობს. ლიზამ პოპულარობა პატარა ასაკიდანვე მოიპოვა და ხანდახან სკანდალების ქარცეცხლშიც ეხვევა.
ლიზას ცხოვრებაში ახლა ახალი ეტაპი დადგა. უმშვენიერესმა გოგონამ გადაწყვიტა, დროის უმეტესი ნაწილი საკუთარ შემოქმედებას და სწავლას დაუთმოს. ლიზა ყენია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტია, სადაც ტურიზმის და ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს. გაგრძელება