ცოტა ხნის წინ, ნუკი კოშკელიშვილმა გაგვიმხილა, რას აკეთებს ამჟამად ამერიკაში და რა მისწრაფებები გააჩნია.
რამდენიმე თვის წინ ტელეწამყვანმა "ინსტაგრამზე" ლაივი ჩართო, რომელშიც არაერთ კითხვას უპასუხა.
სწორედ იმ ლაივში დაუსვეს კითხვა: რისი გაკეთება სურდა, მუშაობდა თუ არა და რას აპირებდა.
ამაზე ნუკიმ უპასუხა, რომ ისურვებდა ფილმებში მიეღო მონაწილეობა.
როგორც ჩანს მას ჩანაფიქრი უსრულდება.
გთავაზობთ პოსტს, რომელიც ნუკიმ გამოაქვეყნა:
"უკვე ერთი კვირაა დავიწყე აქ გადაღებებზე სიარული. მაგრად გამიმართლა და მაშინვე ძალიან კარგ ფილმებში მოვხვდი, რამაც მუღამი გამიჩინა რომ უფრო მეტი გავაკეთო.
აი ძალიან ნოლიდან ვიწყებ, მასოვკა ძირითადად და ვნახოთ რა გამოვა.
რაღაც სააგენტო გამომეხმაურა. საშინლად გამიხარდა, მეთქი მორჩა, ჰოლივუდში ვარ და ეგააა. დამიბარეს გასაუბრებაზე და მომწერეს, გვინდა თქვენთან თანამშრომლობაო. გასაუბრებაზე გამომკითხეს რა პროექტებზე მიმუშავია და ასე.შ.
მოკლედ კონტრაქტი რომ გამომიგზავნეს და აქაურმა ადვოკატმა გადახედა, ხელი არ მოაწეროო, ამათ შენ დიდი ვინმე გონიხარ და საქართველოში უნდათ შენი აგენტობაო.
აი გულით ვიცინე რომ წარმოვიდგინე საქართველოში ამერიკელი აგენტით რომ ვიყო და თან იმან რომ აგვაროს ჩემი გადაღებები.
აქ არ ესმით რომ ჩვენთან ცოტა სხვანაირი სისტემაა, არ გვაქვს სპეციალური მსახიობთა გილდა, რომელიც იცავს უფლებებს.
ხშირ შემთხვევაში ფულსაც არ გიხდიან გადაღებაზე, მაგრამ გაწყობს იმიტომ რომ გამოჩენა გინდა, მერე რამე კარგ შემოთავაზებას მიიღებ.
სულ სხვა რეალობაა (ცუდი არა, სხვა!!) .
ხოდა მომიწია უარის თქმა ამ სააგენტოსთვის. ახლა დავდივარ სადაც დამიძახებენ, მაგრამ ვერთობი რომ არ მოგატყუოთ. იმდენი ვარსკვლავი გავიცანი, ვერ წარმოიდგენთ. 21-ე საუკუნეში ნაცნობ მსახიობს რომ ხედავ ცოტა ოჯახის წევრი გგონია და როცა გადაღებაზე ერთად იყინებით, საუბარიც შედგება ხოლმე, მერე ფიქრობ “ვახ რას წარმოვიდგენდი რომ აი ამასთან ასე უშუალოდ ვიჭორავებდი..”
ამდენს რატომ ვწერ იცით?! ა) თქვენი გამხნევება მჭირდება, აი დედამ რომ იცის ხოლმე “მიდი მიდი ყველაფერი გამოგივა, ასე იწყებს ყველაო” და ბ) ამაზე რომ ვწერ საერთოდ გაინტერესებთ? დავწერო ხოლმე რა ხდებოდა გადაღებაზე? ვინ გავიცანი, ვინ როგორია სინამდვილეში? ვიჭორაოთ თუ რაღაც უადგილო მარიაჟობა დებილობაა?"