ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჭორების ეპიცენტრში პირველად მაშინ მოხვდა, როდესაც პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა. მაშინ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილის, გვანცას საქმრო იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბახტაძე ივანიშვილის სასიძო გახლდათ, არც მეტი, არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.
მაშინდელი პრემიერი ჭორებს არ გაექცა და მის გარშემო გავრცელებულ ხმებს ერთ-ერთი "ფეისბუქლაივის" მეშვეობით უპასუხა.
“მე მესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს. შემიძლია მარტივად გიპასუხოთ, რომ მის არც ერთ მოსაზრებას არანაირი
საფუძველი არა აქვს. აქვე გეტყვით, რომ ივანიშვილის არც ერთ შვილს არ ვიცნობ”, - განაცხადა ბახტაძემ.
გაგრძელება