სიახლე

5 ნიშანი იმისა, რომ ბედნიერი ხარ

5 ნიშანი იმისა, რომ ბედნიერი ხარ
როგორ ფიქრობთ, სწორ გზაზე დგახართ? გადაწყვეტილება მიღებულია, მიისწრაფვით ცვლილებებისკენ, უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები, თუმცა აქ შეგიპყროთ ისეთი სახის ეჭვებმა, როგორიცაა: „ხომ არ ჯობია დავტოვო ყველაფერი, როგორც არის? ხომ არ დავხარჯავ ძალას, ფულს, დავკარგავ ადგილს, უთიერთობებს, მერე კი სანანებელი გამიხდება ცვლილებები?“ - სწორედ ეს ეჭვები გვიწამლავენ განწყობას და გვართმევენ ძალას.
Image result for signs that you are happy
გარშემომყოფებმა უკვე გამოთქვეს საკუთარი აზრი. ძირითადად, აგაფორიაქეს და შეგაშინეს. ცოტა ვინმე თუ უჭერს მხარს ადამიანს, რომელიც რაიმე გადაწყვეტილებას იღებს. ჯერ ერთი, თავად ეშინიათ ცვლილებებისა და გაბედული
ნაბიჯების; მეორეც, ადამიანებს ეშინიათ, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფერს მათ აჰკიდებთ და სთხოვთ დახმარებას - მათ ხომ მხარი დაგიჭირეს, ესე იგი, ვალდებულები არიან, დაგეხმარონ; მესამეც, ზოგიერთ ადამიანს არ უნდა, რომ რაიმე გამოგივიდეთ - ასეც ხდება სინამდვილეში.
Image result for signs that you are happy
მაშ, სად ეძებოთ პასუხები და როგორ გადაჭრათ დილემა, დაელოდოთ ნიშნებს. უნდა გააორმაგოთ ყურადღება და დაელოდოთ, ისინი აუცილებლად გამოჩნდება უახლოეს დღეებში. მოვლენების მწკრივში, ცხოვრების ჩვეულ დინებაში თქვენ შეძლებთ ნიშნების ამოცნობას. ისინი დაადასტურებენ თქვენი არჩევანის სისწორეს, თუკი გადაწყვეტილება სწორი იყო.
Image result for signs that you are happy

აი, ზოგიერთი ბედნიერი ნიშანი:

  1. მოულოდნელად გაიგებთ ისტორიას, რომელიც თქვენი ისტორიის მსგავსია და ყველაფერი კარგად დასრულდა. ეს შეიძლება იყოს შემთხვევითი ნაამბობი, რომელიც არ არის დაკავშირებული თქვენს გადაწყვეტილებასთან; შემთხვევით ნანახი ფილმი ან სულაც ტექსტი სოციალურ ქსელში.
  2. მოულოდნელად მიიღებთ ფულს. თუნდაც მცირე თანხას, მაგრამ ეს ძალიან კარგის ნიშანია. შეიძლება ფულის ნაცვლად საჩუქარი იყოს. ნებისმიერი მატერიალური ჯილდო, მოულოდნელი შემოსავალი - კარგი ნიშანია.
  3. თქვენ უბრალოდ გიღიმით უცხო პატარა ბავშვი. ხვდებით ბავშვს სადმე: სეირნობის დროს, ლიფტში, სტუმრად, ტრანსპორტში და სრულიად უცხო ბავშვი გულიანად გიღიმით. ის ასე გადმოგცემთ სასიკეთო ამბავს.
  4. თქვენ გთხოვენ, დაეხმაროთ, აჩვენოთ გზა ან ტრანსპორტი საჭირო ადგილამდე, ან გეკითხებიან, რომელი საათია. შესაძლებელია, რჩევაც გთხოვონ რაიმე ცხოვრებისეულ სიტუაციაში. თქვენ კი შეძლებთ, რომ უპასუხოთ. ეს ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ იცით და შეგიძლიათ.
  5. სიზმარში მგზავრობთ, დაფრინავთ ან ფეხით მიდიხართ რაიმე მიზნისკენ. ეს სიზმრები ადასტურებენ - დროა, იმოძრაოთ, თქვენი დრო მოვიდა!
Image result for signs that you are happy
თუ არსებობს თუნდაც ორი-სამი ნიშანი - ეს იმის ნიშანია, რომ უნდა დადებითად გადაწყვიტოთ. ნამდვილად, უნდა დაიძრათ და იმოძრაოთ მიზნისკენ. ნიშნები არ არსებობს დაბრკოლების გარეშე და უღრუბლო გზის გარანტიაც არ არის ხშირად. ისინი უბრალოდ მიუთითებენ, რომ გზა არჩეულია სწორი მიმართულებით, ყველაფერი სწორად გადაწყვიტეთ და ცვლილებებიც მომწიფდა. უნდა იაროთ წინ, დასახული მიზნისკენ...
Image result for signs that you are happy
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93