ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მშობლები გახდნენ - Marao

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მშობლები გახდნენ

2019-11-30 14:37:59+04:00


ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს შვილი შეეძინათ.

ახალი ამბის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს

"ბერა ივანიშვილს ვულოცავ პატარა ბერუკას დაბადებას, ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს პირველ შვილიშვილს!" - წერს ჯღარკავა.

ჯერჯერობით უცნობია, რა დაარქვა წყვილმა შვილს. თუმცა, შესაძლოა, ქვეყნიერებას პატარა ბიძინა ივანიშვილი მოევლინა.

წყვილი 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა და მალევე გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.

იხილეთ: "ეკასაც და ბიძინასაც რძალი ძალიან მოსწონთ, თან ჰყვებიან" - რას ჰყვება ივანიშვილის მეუღლის უახლოესი მეგობარი?