ნუკი კოშკელიშვილის და- ბუბუ, იგივე ელენე კოშკელიშვილი "ინსტაგრამზე" ძალიან აქტიურობს. მას თავისი გამორჩეული სტილი აქვს და საკმაოდ ბევრი გამომწერიც ჰყავს.
ნუკის უმცროს და 16 წლისაა, თუმცა ეტყობა, რომ უკვე მშვენივრად იცის როგორ აუწყოს ფეხი მოდის ტენდენციებს.
ბუბუს ნუკის ძალიან ამსგავსებენ. "ინსტაგრამზე" შეხვდებით ასეთ კომენტარებსაც: "როგორ გავხარ ნუკის", "ძალიან მიყვარხართ თქვენ ორი და ყველაზე ლამაზები ხართ"..
ელენე როგორც ფერადი, ისე მუქი სამოსის მოყვარულია, რაც მის ფოტოებში ნათლად ჩანს.
ამჟამად გოგონა Icemodelmanagement-ის მოდელია და ცხადია ჩვენებებშიც იღებს მონაწილეობას.