ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს ბიჭუნა 29 ნოემბერს ეყოლათ.
ამ ამბის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია დღეს გავრცელდა და მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.
ბერა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამზე" შვილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უკვე უამრავი კომენტარი აქვს. ნანუკამ და ბერამ შვილს ბერუკა დაარქვეს, რაც მომღერლის პოსტიდანაც ჩანს.