სიახლე

კლინიკა "მედიში" უპრეცედენტო შეთავაზებები დაიწყო! 10%-60%-მდე ფასდაკლებები ყველა პროცედურაზე!

კლინიკა "მედიში" უპრეცედენტო შეთავაზებები დაიწყო! 10%-60%-მდე ფასდაკლებები ყველა პროცედურაზე!

კლინიკა "მედის" წელს 20 წელი შეუსრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში, უამრავ საჩუქარს და ფასდაკლებას უკეთებდა ერთგულ პაციენტებს. საიუბილეო წლის ბოლო თვეს კი კლინიკა უპრეცედენტო შეთავაზებებს გვპირდება.

კლინიკა მედი საქართველოში ყველაზე დიდი ესთეტიკური მედიცინის ცენტრია, კლინიკების ფართო ქსელით, მაღალკვალიფიციური პერსონალით და ულტრათანამედროვე აპარატურით.

დღეიდან, მთელი დეკემბრის განმავლობაში, 10%-60%-მდე ფასდაკლება ვრცელდება კლინიკის ყველა მიმართულებით: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, ლაზერული ეპილაცია, სხეულის მოვლა-კორექცია, ესთეტიკური გინეკოლოგია, სარეაბილიტაციო ცენტრი (აკვა აერობიკა და ფიტნესი).

ახალი წელი ახლოვდება და სადღესასწაულო განწყობა

დღითი დღე მატულობს. ყველას სურს, რომ ახალ წელს იდეალურად გამოიყურებოდეს, საკუთარ გარეგნობას რაღაც ახალი შტრიხი შესძინოს და ყველასაგან განსხვავებული იყოს. სწორედ კლინიკა "მედი" ის ადგილია, სადაც მისული ადამიანები უფრო მეტად თავდაჯერებულები და გამორჩეულები ხდებიან. კლინიკაში წარმოდგენილია ყველა ის მიმართულება, რაც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, იყვნენ საკუთარ თავთან ჰარმონიაში და ჰქონდეთ ამაღლებული განწყობა.

რა პროცედურებზეა მოთხოვნა წინასაახალწლოდ კლინიკა "მედიში"?

წინასაახალწლოდ მოთხოვნა არის ისეთ კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე, რომლებსაც მომენტალური ეფექტი აქვს და რომლებიც ალამაზებს და აბრჭყვიალებს სახეს და კანს. ესენია:

  • თერმაჟი - დაბერების პროცესის შეჩერება მხოლოდ ერთ ვიზიტში
  • ტუჩის კორექცია/მოცულობის გაზრდა
  • ცხვირის მოდელირება არაქირურგიული გზით (ბუნებრივი შემავსებლით)
  • მიმიკური და არამიმიკური ნაოჭების გასწორება
  • კანის ღრმა დატენიანება (ბიორევიტალიზაცია, ბუსეტერი, პლაზმოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია)
  • Hydrafacial - სახის კანის არაინექციური დატენიანება

გარდა კოსმეტოლოგიური პროცედურებისა, წინასაახალწლოდ კლინიკა "მედიში" მოთხოვნა იზრდება სტომატოლოგიურ პროცედურებზე. ყველას სურს, რომ ახალ წელს ჯანმრთელი და ქათქათა კბილებით შეხვდეს.

კბილების გათეთრება კლინიკა "მედიში" ულტრათანამედროვე, ბოლო თაობის აპარატი - Zoom 4-ით კეთდება. პროცედურაში გაერთიანებულია როგორც კაბინეტური, ასევე სახლის პირობებში, კაპებით გათეთრება. სულ რაღაც 45 წუთში 4-6 ტონით გათეთრებული კბილები თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და მუდმივად ბედნიერ განწყობაზე აყენებს.

გარდა ზემოთ აღნიშნული პროცედურებისა, კლინიკა "მედიში" დეკემბრის დასაწყისში მატულობს მოთხოვნა პლასტიკურ ოპერაციებზე. იმისათვის, რომ ახალი წელი ახალი ცხოვრებით დაიწყოს, ყველა ცდილობს, საკუთარ გარეგნობაში შეცვალოს ის, რაც მცირედ დისკომფორტს უქმნის და იდეალური ფორმებით შეეგებოს ახალ წელს. სწორედ დეკემბრის დასაწყისია ის პერიოდი, როდესაც ადამიანები იმ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ, რომლებიც კლინიკა "მედიში" მოკლეპერიოდიანი და მარტივი სარეაბილიტაციო პერიოდით ხასიათდება. ესენია:

გარდა აღნიშნული პროცედურებისა, დეკემბერში იზრდება მოთხოვნა ჭარბთმიანობის მკურნალობასა და სხეულის მოვლა-კორექციის პროგრამებზე. ჭარბთმიანობის მკურნალობა კლინიკა მედიში ყველაზე გამოცდილი და ეფექტური მეთოდით -ალექსანდრიტის ლაზერით  ხდება, ხოლო სხეულის კორექცია - მსოფლიოში საუკეთესო აპარატურული პროცედურებით. (ZELTIC, MANTIS 991)

უკვე  მე-20 წელია კლინიკა "მედის" ავტორიტეტს ენდობა ათასობით პაციენტი არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. კლინიკა "მედი" სილამაზეს ემსახურება და ამას უკვე 20 წელია უმაღლეს დონეზე ასრულებს. მუდმივად ლიდერულ პოზიციაზე კლინიკა "მედი" დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით 20 ფილიალით არის წარმოდგენილი. სათავო კლინიკა (კოსტავას 52), 10 ფილიალი თბილისის სხვადასხვა უბანში და 9 ფილიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, ახალციხე, გორი, ფოთი, ხაშური, რუსთავი.

დღეს კლინიკა  "მედი" სილამაზის ინდუსტრიის ერთგვარი წარმოებაა, საიდანაც ადამიანები დახვეწილი გარეგნობით და გაუმჯობესებული ფსიქოლოგიური განწყობით გამოდიან.

კლინიკა "მედი" მადლობას უხდის თითოეულ პაციენტს ერთგულებისთვის.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!

ფასდაკლებების შესახებ იხილეთ დეტალურად

 

Medi.ge

Fb/mediest

2910000
R

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93