ბლოგერმა გურამ შეროზიამ ახალი სიმღერა, სახელწოდებით - "სექსი" ჩაწერა, რომელიც სოც. ქსელში განხილვის საგნად იქცა.
"ეს სიმღერა, საქართველოში გამეფებულ გლობალურ პრობლემას ეხება, რომელიც სექსის დემონიზებას და სექსუალური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციას გულისხმობს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ყველა ჭორის საბაბი და ყველაზე მეტი ეპითეტის მქონე, გამოსავალი მარტივია: ჩვენ უნდა დავკავდეთ სექსით, იმისთვის, რომ სხვა ადამიანების საცვლებში ხელების ფათურის სურვილი გაგვიქრეს.
სექსი არც კარგია და არც ცუდი, ის ბუნებრივი მოვლენაა, ჰოდა შეაჩვიეთ ყური და თვალი, დროა დაგროვებული ენერგია სწორი მიმართულებით გავანაწილოთ! წარმატება მისურვებია!" - წერს გურამ შეროზია.
ტექსტი: გურამ შეროზია
მუსიკა: Leningrad
არანჟირება: კობა მესხია
პოსტერი: ნინო მჭედლიშვილი
ფოტო: დავით ტრაპაიძე
წყარო