ნუკი კოშკელიშვილს "ინსტაგრამზე" ქალბატონები პირად შეტყობინებებში ათასგვარ კითხვებს უსვამენ.
ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა შეკითხვები, რომლებიც შეარჩია და პასუხიც გასცა. marao.ge წარმოგიდგენთ კითხვა-პასუხებს, სადაც ჩანს რა აინტერესებთ ყველაზე მეტად მის გამომწერებს და რა აზრისაა ნუკი უხერხულ და ტაბუირებულ თემებთან დაკავშირებითაც.
ტელესახემ ყველაზე ვრცლად სწორედ ამ ორ კითხვას გასცა პასუხი:
1- თქვენი აზრით, რატომ უჭირთ დამოუკიდებელ ქალებს სიყვარულის პოვნა?
- იმიტომ, რომ ხშირად სიყვარული ითხოვს დამოკიდებულებას.
დამოკიდებული ხარ პარტნიორის აზრზე და ერთად გიწევთ გადაწყვეტილების მიღება.
ასეთ ქალებს უჭირთ ლიდერობის გუნდურობაზე გადაცვლა. მე მესმის მათი!
2- შენი აზრით, შეყვარებულ წყვილს სექსი უნდა ჰქონდეს ქორწილამდე?
- არ ვიცი. თავად უნდა გადაწყვიტონ. მე მქონია ქორწინებამდე სექსი, მაგრამ აბა რა ვიცი როგორ სჯობს.
მე ჩემი "პროგრესული" ხედვის მიუხედავად იმაშიც ვხედავ ხიბლს, რომ მხოლოდ ერთი მამაკაცი გყავდეს და ის იყოს პირველიც და ბოლოც.
სად ხვდები ახალ წელს, საქართველოში თუ ამერიკაში? - ნუკიმ უპასუხა რომ ამერიკაში და გული ძალიან სწყდება.
ქალბატონებს აინტერესებდათ ისიც, რამდენი სანტიმეტრია ნუკი სიმაღლეში და ამჟამად რა წონა აქვს. რაზეც პასუხად მიიღეს: "173სმ ვარ და 58 კგ, თუ კიდევ არ მოვიმატე".
თმის ცვენის პრობლემა არაერთ ქალს ტანჯავს, შესაბამისად ერთ-ერთმა ქალბატონმა ნუკის სთხოვა, გაემხილა თუ რით შეიძლება ებრძოლოს ამ პროცესს: " -კერასინს გირჩევთ. ბებიისგან მსმენია რომ ეფექტურია, ოღონდ ამ დროს სიგარეტს არ მოუკიდოთ".
ცალმხრივ სიყვარულზე რას ფიქრობ? - "მაგაზე მტკივნეული არაფერია, მაგრამ ჩემი თეორიის თანახმად არ არსებობს მოგწონდეს, თუ მასაც რაღაც პაწაწინა სიმპათია არ გააჩნია.
მეორე ბავშვზე ხარ ორსულად?- "არა".
ყოფილს რომ აღარ აინტერესებ და მაინც გიყვარს რა უნდა ქნა? -" დაიკიდო და გააგრძელო ცხოვრება. ყოფილი იმისთვისაა, რომ წარსულს ჩააბარო".
გთავაზობთ კითხვა-პასუხს სქრინების სახით: